რეგისტრაცია

რა წარსული და განათლება ქონდათ პრეზიდენტებს რომელიც საქართველოს ყოლია და რა განათლება აქვს საქართველოს მომავალ პრეზიდენტს.

რა წარსული და განათლება ქონდათ პრეზიდენტებს რომელიც საქართველოს ყოლია და რა განათლება აქვს საქართველოს მომავალ პრეზიდენტს.
27 Nov 2024, 17:08

ზვიად გამსახურდია – ქართველი მეცნიერი-ფილოლოგი, მწერალი, მთარგმნელი, პოლიტიკოსი, დისიდენტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ეროვნული გმირი

ედუარდ შევარდნაძე – ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1972-1985 წლებში საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი.
1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მიხეილ სააკაშვილი – იურისტი, საქართველოსა და უკრაინაში მოღვაწე პოლიტიკოსი, 1995-1999 და 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ მანდატით, 2000-2001 წლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი. კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. კოლუმბიის უნივერსიტეტი, სამართლის მაგისტრი. ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამართლის ეროვნული ცენტრის დოქტორანტურა.

გიორგი მარგველაშვილი – ქართველი პოლიტიკოსი და ფილოსოფოსი.
1993-1994 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში.
1995-2000 წლებში საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ადგილობრივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი — პროგრამის კონსულტანტი.
1998 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში.
2000-2006 და 2010-2012 წლებში საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი.
2006-2010 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევითი დეპარტამენტის უფროსი.

სალომე ზურაბიშვილი – საფრანგეთისა და საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი 2004 წლის მარტიდან 2005 წლის ოქტომბრამდე, საფრანგეთის ელჩი საქართველოში 2003-2004 წლებში.
1972 წელს სალომე ზურაბიშვილმა დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი,
1973 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტი, ხოლო 1981 წელს — პარიზის სახელმწიფო მართვის ეროვნული სკოლა.

მიხეილ ყაველაშვილი – 1988–1995 წლებში „დინამო თბილისი“, ფეხბურთელი;
1994–1995 წლებში „ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი;
1995–1997 წლებში „მანჩესტერ-სიტი“, ფეხბურთელი;
1997–1999 წლებში „გრასჰოფერი“, ფეხბურთელი;
1999–2002 წლებში „ციურიხი“, ფეხბურთელი; 2002–2003 წლებში „ლუცერნი“, ფეხბურთელი;
2003-2004 წლებში „სიონი“, ფეხბურთელი; 2004–2005 წლებში „არაუ“, ფეხბურთელი; 2004 წელს „ალანია-ვლადიკავკაზი“, ფეხბურთელი;
2005–2006 წლებში „გაზელი“.
2016 წელს მოიპოვა უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია.
2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი.


აგრეთვე იხილეთ: