რეგისტრაცია

რა წერილი დაწერა რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე და ვინ ემუქრებოდა მის ოჯახს, რომლისგან დაცვასაც ის ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს სთხოვსდა?

რა წერილი დაწერა რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე და ვინ ემუქრებოდა მის ოჯახს, რომლისგან დაცვასაც ის ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს სთხოვსდა?
07 Jul 2025, 11:21

თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელიც მის ტანსაცმელში სამედიცინო პერსონალმა აღმოაჩინა. “პრაიმ ტაიმმა” წერილის შინაარსი ექსკლუზიურად გაარკვია.

რიჟვაძე აქცენტს რამდენიმე საკითხზე აკეთებს, მათ შორის წერს, რომ მას კორუფციას და “ბარიგების” მფარველობას აბრალებდნენ. აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს, რომ დაიცვან მისი ოჯახი.

რიჟვაძე წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ყველა მისი თანამშრომელი და გარემოცვის წევრი უდანაშაულოა და ყველა “მისი დავალებით მოქმედებდა”. მადლიერებით და პოზიტიურად საუბრობს ალექსანდრე ახვლედიანზე, რომლის იარაღითაც მან თვითმკვლელობა სცადა.

წყარო: primetime


აგრეთვე იხილეთ: