29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თუ არასტანდარტული მეთოდებით იმოქმედებთ, მიზნის მიღწევა უფრო გაგიადვილდებათ. იგივე ეხება გარშემო მყოფებთან ურთიერთობას. დღევანდელი მოვლენები საინტერესო შესაძლებლობებს და კეთილდღეობის შანსს გთავაზობთ. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა და ვარჯიში ემოციური სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ, თუმცა ზედმეტი დატვირთვა არასასურველია.
კურო
პრობლემებით სავსე, რთული დღეა. ერთდროულად რამდენიმე საკითხის გადაჭრა და სწრაფი რეაქციის გამოჩენა დაგჭირდებათ. შესაძლოა, გეგმების შეცვლა და სხვისი საკეთებელი საქმის კეთება მოგიწიოთ. მხოლოდ ინტუიციის იმედად ნუ იქნებით - უმჯობესია, ფაქტები გადაამოწმოთ და თავი დაიზღვიოთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ეცადეთ, ფეხით მეტი იაროთ ან სპორტდარბაზში ივარჯიშოთ.
ტყუპები
ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ, კამათში არ ჩაერთოთ და ურთიერთობის გარკვევა არავისთან სცადოთ. ნუ იდარდებთ, თუ გარშემომყოფები თქვენ და თქვენ მიერ შესრულებულ სამუშაოს ხშირად აკრიტიკებენ. მოერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც არ ენდობით და უარი თქვით საეჭვო პროექტებში ჩართვაზე, რათა პრობლემები თავიდან აიცილოთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და ძალების აღდგენას.