რეგისტრაცია

დაფიქსირდა საშიში ჩიკუნგუნიას ვირუსის ყველაზე მასშტაბური აფეთქება

დაფიქსირდა საშიში ჩიკუნგუნიას ვირუსის ყველაზე მასშტაბური აფეთქება
25 Jul 2025, 09:45

ჩინეთში საშიში ჩიკუნგუნიას ვირუსის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აფეთქება დაფიქსირდა, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის და ძლიერ ტკივილსა და სიცხეს იწვევს. ჯანმო გლობალური საფრთხის შესახებ აფრთხილებს.

 

„ბლუმბერგის“ ცნობით, ივლისში ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ფოშანში ჩიკუნგუნიას ინფექციის 3100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც დაავადების ყველაზე მასშტაბური აფეთქებაა მას შემდეგ, რაც ის თითქმის 20 წლის წინ კონტინენტურ ჩინეთში გაჩნდა.

 

ვირუსი გადადის Aedes-ის გვარის კოღოს ნაკბენით და იწვევს ტემპერატურის მკვეთრ მატებას, სახსრების დამაუძლურებელ ტკივილს, თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს და ზოგად სისუსტეს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა თითქმის ათჯერ გაიზარდა.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გაავრცელა სასწრაფო გაფრთხილება ვირუსის სხვა ქვეყნებში შესაძლო გავრცელების შესახებ. ჩიკუნგუნია ასევე აღმოჩენილია საფრანგეთსა და იტალიაში. ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიოში 5 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს რისკის ზონებში. ტალღის მიზეზებს შორისაა კლიმატის ცვლილება, ტენიანობის მომატება, საერთაშორისო მოგზაურობა და მოსახლეობის იმუნიტეტის დაბალი დონე.


აგრეთვე იხილეთ: