რეგისტრაცია

ბრაზილიელმა ექსტრასენსმა, რომელსაც „ცოცხალ ნოსტრადამუსს“ უწოდებენ ახალი წინასწარმეტყველება გამოაქვეყნა

ბრაზილიელმა ექსტრასენსმა, რომელსაც „ცოცხალ ნოსტრადამუსს“ უწოდებენ ახალი წინასწარმეტყველება გამოაქვეყნა
27 Jul 2025, 10:47

ბრაზილიელმა ექსტრასენსმა ათოს სალომემ, რომელსაც ხშირად „ცოცხალ ნოსტრადამუსს" უწოდებენ, ახალი წინასწარმეტყველება გამოაქვეყნა. წინასწარმეტყველების შესახებ Sky News Australia-მ დაწერა. ეს წინასწარმეტყველება ეხება პრინც ჰარისა და მეფე ჩარლზ III-ს. 

ათოს სალომეს თქმით,  პრინცი ჰარი დიდი ბრიტანეთში დაბრუნდება 2026 წლის ზაფხულამდე, თუმცა ეს არ იქნება გულწრფელი ოჯახური შერიგება, არამედ "იმიჯის გადარჩენის სტრატეგიის" ნაწილი.

„ჰარი აცნობიერებს, რომ ბრიტანელების მხარდაჭერის დაბრუნება აუცილებელია, თუ სურს ინსტიტუციური მნიშვნელობის შენარჩუნება,“ – განაცხადა ათოს სალომემ და დაამატა, რომ ჰარის ცოლი მეგან მარკლი, სავარაუდოდ, აშშ-ში დარჩება ან ბრიტანეთში იშვიათად ჩავა.

სამწუხაროდ, სალომეს თქმით, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ 40 წლის პრინცსა და 76 წლის მეფეს შორის შერიგება მხოლოდ გარეგნული იქნება.


აგრეთვე იხილეთ: