პირველმა არხმა "საზმაუსთან" გამართული აქციის მონაწილეებისთვის პირდაპირი ეთერის დათმობის გადაწყვეტილება მიიღო
პირველმა არხმა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გამართული აქციის მონაწილე ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის პირდაპირი ეთერის დათმობის გადაწყვეტილება მიიღო.
- სპეციალური გადაცემა პირველი არხის პირდაპირ ეთერში უკვე გადის. მას თავად არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი უძღვება.
როგორც ბერძენიშვილმა სპეცეთერის დაწყებისას განაცხადა, 4-4 პირს საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ნახევარ საათიანი დრო მიეცემათ.
პირველ ბლოკში პირველი სტუმრები ნინია კაკაბაძე, ირაკლი აბსანძე, ნატა ძველიშვილი და ნინო დარასელი არიან.