ინგრედიენტები
- სიმინდის ფქვილი – 2.00 სკ
- წითელი ხახვი – 600.00 გრ
- მარილი
- მიხაკ-დარიჩინი
- ყვითელი ყვავილი
- ნიორი – 10.00 კბილი
- წიწაკა – 2.00 ცალი
- ნიგოზი – 500.00 გრ
მომზადების წესი
ნახევრად მოხარშეთ დედალი ინდაური და შებრაწეთ აირღუმელში.(თუ წინადღეს ამზადებთ, უკეთესია.დაუმატოთ ბულიონის ცხიმი შეწვისას.) 500 გრამი კარგი ხარისხის, დარჩეული ნიგოზი ორჯერგაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში.
2ცალი წიწაკა,10 კბილი ნიორი, ყვითელი ყვავილი, მიხაკ-დარიჩინი(გემოვნებით) და მარილი დანაყეთ კარგად. აურიეთ ნიგოზში და გამოხადეთ ზეთი. 600 გრ (გაურჩეველი) წითელი ხახვი გაარჩიეეთდა დაჭერით ძალიან წვრილად. მოთუშეთ ნიგვზიდან გამოხდილ ზეთში, არ გაააწითლოთ, უნდა მოითუშოს. დააყარეთ 2 ს/კ სიმინდის ფქვილი (ყვითელი ფქვილი უკეთესია) და ხახვთან ერთად მოთუშეთ. ბულიონს მოხადეთ ცხიმი (ცხიმი არ უნდა შეყვეს ბულიონს.), გაწურეთდა აიღეთ 3 ლიტრი, ჩაასხით ქვაბში დაუმატეთ მოშუშული ხახვი და აადუღეთ.
გაგრილებულ ბულიონში გახსენით ნიგვზის მასა, დააბლენდერეთ დააადუღეთ. 1-2 წუთის შემდეგ ჩააწყვეთ აქნილი ინდაური, ერთხელ წამოადუღეთ და გადმოდგით, რომ გაცივდება დაასხით მოდუღებული, ცხელი ძმარი.