რეგისტრაცია

„ჩვენი სკოლის საზოგადოებამ უდროოდ დაკარგა კიდევ ერთი გამორჩეული, მრავალი ღირსებით შემკული ადამიანი“ - „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

„ჩვენი სკოლის საზოგადოებამ უდროოდ დაკარგა კიდევ ერთი გამორჩეული, მრავალი ღირსებით შემკული ადამიანი“ - „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
19 Dec 2024, 14:20

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის ვანო მაჭავარიანის ოჯახს ტრაგედია მოხდა.  პოლიტოლოგის ქალიშვილი 24 წლის მარიამ მაჭავარიანი გარდაიცვალა.

მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს „გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში“ და მათ კურსდამთავრებულს ემშვიდობება.

„გვიწევს გაცნობოთ ძალიან სამწუხარო ამბავი: ჩვენი სკოლის საზოგადოებამ უდროოდ დაკარგა კიდევ ერთი გამორჩეული, მრავალი ღირსებით შემკული ადამიანი-გარდაიცვალა მარიამ მაჭავარიანი, აკადემიის 2018 წლის კურსდამთავრებული.

გულითად სამძიმარს ვუცხადებთ მარიამის მშობლებსა და ძმას, ალექსანდრეს.
განსაკუთრებით ვუსამძიმრებთ მის დედას, ლესლი როჯერსს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა ჩვენს სკოლას, აკადემიის მშობელთა საბჭოს წევრის სტატუსით.

მარიამის მშობლებს ვუსურვებთ გამძლეობასა და ძალას ამ ენით აღუწერელი ტრაგედიის ტვირთისთვის.

მარიამი სამუდამოდ დაიმკვიდრებს ადგილს ჩვენს გულებში, სხვა უდროოდ წასულ, ჩვენთვის ძვირფას მოსწავლეებთან ერთად.

ფოტო: აკადემიის არქივი

მარიამი ასეთი გავიცანით 2014 წელს“, - წერს The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi. 


აგრეთვე იხილეთ: