დიდ საიდუმლოს ფარდა აეხადა – შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე დუმილს არღვევს და ყველაფერს ყვება
შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე "მეტრონიმის" კითხვებს პასუხობს, რომელიც "მეტრონმმა" ფურცელზე დაუწერა და ციხეში შეუგზავნა.
მაგდა პაპიძე: მე დღემდე ე.წ. "ვიზუალურ საკანში“ ვარ, უამრავი შეზღუდვით და "მისჯილი“ მაქვს დახურული რეჟიმი. მეორე წელია დღეში მხოლოდ ერთი საათი მაქვს უფლება ჭერახდილში ჰაერის სუნთქვის. ვინც მე ასეთ მდგომარეობაში განმისაზღვრა "სასჯელის“ მოხდა, მათ ძალიან კარგად იციან, როგორი დამანგრეველია ჩემი ჯანმრთელობისთვის უჰაერობა და უმოძრაობა, რომ აღარაფერი ვთქვა იმ სტრესულ გარემოებაზე, რომელიც ამ შენობაშია. წუწუნს არ ვაპირებ, მაგრამ თუკი კანონმდებლობა მოქალაქეს აძლევს უფლებას "არაღიარებითი“ ჩვენების ქონის, მაშინ ასეთ მსჯავრედებულების მიმართ უნდა ჰქონდეს სხვა მიდგომა სასჯელაღსრულების სისტემას და კონტრასტში არ უნდა მოდიოდეს კანონი კანონთან და ამ შემთხვევაში "რაღიარება“ და "აღიარება“ ერთ პირობებს არ უნდა განიცდიდეს, რაც ხდება ჩემს შემთხვევაში.