რეგისტრაცია

დიდ საიდუმლოს ფარდა აეხადა – შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე დუმილს არღვევს და ყველაფერს ყვება

დიდ საიდუმლოს ფარდა აეხადა – შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე დუმილს არღვევს და ყველაფერს ყვება
18 Nov 2024, 12:24



შეზღუდვები, რომლებიც მაქვს სრულად უსაფუძვლოა და ვიზუალური საკანი ადამიანს თუ არ ანადგურებს, ნამდვილად არ შველის (ჩემს შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში). აუცილებლად აღვნიშნავ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც ნამდვილად ჩემი ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგანან და მადლობა მათ, თუმცა ყოველგვარი მკურნალობა "წყლის ნაყვაა“ ასეთ დახურულ და ფიზიკურ მდგომარეობაში.


კითხვაზე თუ რატომ გამოიწვია ამხელა ინტერესი ამ ამბავმა პასუხობს:

"საზოგადოების ჩართულობა ჩემს უბედურებაში გამოიწვია პოლიციის მიერ გავრცელებულმა უსაფუძვლო "აღიარებამ“. ჩემს შემთხვევაში სოციალური ქსელი გახდა დაუპატიჟებელი ტრიბუნა და „მოსამართლეც“ განაჩენის გამოსატანად. საზოგადოებრივი ინტერესი დაცვი მხარეს ყოველთვის დიდ ზიანს აყენებს მაშინ, როცა ამ კონკრეტულ პროცესს მთლიანად მედია უდგას სათავეში. გამომძიებლები და ე.წ. ექსპერტი თანმიმდევრულად და მთავრობის ბინძური მესაიდუმლეები არიან სამწუხაროდ, და საქართველოში "სამართალდამცავი“ პირდაპირი მნიშვნელობით კომერციული სინდისის მატარებელი მწამებელია.

მკვლელობების სერიები გადაება 2015-2016 წლებში და ასეთი ბინძური პიარი პროკურატურას არც ერთ საქმეზე არ უწარმოებია, როგორც პაპიძე მაგდას შემთხვევაში. იმიტომ, რომ მე, პოლიცის (დიდი დიღმის) შენობაში დაკითხვისას ვამხილე და ვუთხარი, რომ არ ვაპატიებდი ჩემს სიტყვიერ, ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას მათ. ჩემს სხეულზე პოლიციელების დე-ენ-ემი იყო, იმ პირველ პროცესამდე, როდესაც მე აღმკვეთი მდგომარეობა მომიწესეს.


აგრეთვე იხილეთ: