ამას არავინ ელოდა ⭕ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
„მენეჯერს კვარასთან მუშაობა ისევ სურს. „იუვენტუსს“ შეუძლია დიდი თანხა გაიღოს, თუ დუშან ვლაჰოვიჩის სარფიანად გაყიდის. ვნახოთ, ეს ჭორი რამდენად მართალი გამოდგება”. – აღნიშნა დე მაჯიომ.
მანამდე იტალიურ მედიაში გავრცელდა ინფრორმაცია, რომ „ბარსელონა“ მზად არის, ხვიჩას სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გადაიხადოს. სერია A-ს მიმდინარე სეზონს რაც შეეხება, კვარაცხელიამ მონაწილეობა 12 შეხვედრაში მიიღო და მის ანგარიშზე 5 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა.
Whoscored-მა ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ დაასახელა და „კვარას“ საშუალო შეფასება 7.23 გახლავთ. როგორც მოგეხსენებათ, 12 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია.
„პარტენოპეის“ 26 ქულა აქვს და „ფიორენტინას“, „ატალანტას“, „ინტერსა“ და „ლაციოს“ 1 ქულით უსწრებს. „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას 24 ნოემბერს გამართავს და „რომას“ დაუპირისპირდება