რეგისტრაცია

როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს ოთახის გერანებს ფოთლები უხმება?

როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს ოთახის გერანებს ფოთლები უხმება?
14 Nov 2024, 13:14

რა ზომები უნდა მიიღოთ, რომ გადაარჩინოთ გერანიუმი ზამთარს და კვლავ დატკბეთ მისი სილამაზით:

  • ყვავილი დადეთ სამხრეთ მხარეს. იქ ის მიიღებს მზის სინათლის მაქსიმუმს.
  • მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როდესაც მიწა 1 სმ სიღრმეზე იქნება მშრალი.
  • არ მოაწყვიტოთ ფოთლები, რომლებიც გაყვითლებას იწყებს. ისინი თვითონ, ბუნებრივად,  ჩამოსცვივდება.
  • თუ გერანიუმს ფოთლები უხმება, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სასუქები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზამთარში ყველა ბიოქიმიური პროცესი ფერხდება.
  • გერანიუმი არ უნდა მოიჭრას, ეს შეამცირებს აორთქლების არეალს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფესვთა სისტემის გაფუჭება.
  • უნდა შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ ზამთარში გერანიუმი არ იყვავილებს. ამ პერიოდში მთავარია, მცენარის გადარჩენა. არ ინერვიულოთ, გაზაფხულზე კვლავ იხილავთ ცოცხალ, ხასხასა მწვანე და ბუთქუნა ფოთლებს.

გერანი გაიხარებს, თუნდაც მისგან მხოლოდ ცოცხალი ყლორტი დარჩეს.


აგრეთვე იხილეთ: