”ეს ვიპოვეთ… მე დედა ვარ, მიშველეთ, მაპოვნინეთ შვილი…” – გაუჩინარებული მოზარდის დედა ხალხს შველას სთხოვს
“2025 წლის 16 იანვარს 22 საათიდან გაუჩინარდა ბათუმის წმინდა ანდრიას სახელობის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ალექსანდრე მიქელაძე და მას შემდეგ მოზარდს ყველგან ეძებენ. ბავშვის პირადი ნივთები და ტელეფონი იპოვეს ზღვის სანაპიროზე.
გთხოვთ, ნებისმიერისახის ინფორმაცია მიაწოდოთ შესაბამის ორგანოს, ან ოჯახს 555105500 ან 599 4511 22″, – ნათქვამია განცხადებაში.
დედა საზოგადოებას შვილის მოძებნაში დახმარებას სთხოვს.
“ამ დრომდე ბავშვი არ გვიპოვია, ინგლისურის გაკვეთილიდან გამოვიდა მარტო და მას შემდეგ დაიკარგა, ვიპოვეთ მისი ქურთუკი, ჩანთა და ტელეფონი. მეტს ვერაფერს გეტყვით, ვეძებთ ყველგან და ვერ ვპოულობთ. მე დედა ვარ, არ ვიცი, რა ვქნა, მიშველეთ, მაპოვნინეთ”, – უთხრა “კვირის პალიტრას” ტირილით და საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო.