⭕უმძიმესი შემთხვევის ამსახველი კადრები😭 სამთო კურორტზე , სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა - როგორია ბოლო ცნობები შემთხვევის ადგილიდან
ხანძრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 51-ს აღწევს.
ხანძარი თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე სასტუმროში ადგილობრივი დროით, 03:27 საათზე გაჩნდა.
ბოლუს გუბერნატორის აბდულაზიზ აიდინის განცხადებით, შემთხვევის დროს სასტუმროში 234 ადამიანი იმყოფებოდა და წინასწარი ინფორმაციის თანახმად, ხანძარი სასტუმროს მეოთხე სართულზე მდებარე რესტორანში გაჩნდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება დაიწყო.