3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

სასწორი
თქვენი ბუნებრივი ხიბლი საჭირო ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებების, გარიგებების დადებისა და ახალი კავშირების დამყარებისთვის. ვიღაც თქვენს მოტყუებას ცდილობს, ამიტომ ყველა ინფორმაცია საგულდაგულოდ უნდა გადაამოწმოთ. გირჩევთ, პირადი ცხოვრების სხვა ადამიანებთან განხილვისგან თავი შეიკავოთ.
რჩევა: ენდეთ თქვენს ინტუიციას, მაგრამ ნურც აშკარა ფაქტებს უარყოფთ. ემოციებისა და გონიერების ბალანსი წარმატებას მოგიტანთ.
მორიელი
ამ დღეს თუ ემოციებს მეტისმეტად აჰყვებით, შესაძლოა საქმე გაირთულოთ. უსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ის გიკარნახებთ, ვის უნდა ენდოთ. თუ რთულ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნებას შეძლებთ, კონფლიქტებს აირიდებთ და შეიძლება სარგებელიც მიიღოთ.
რჩევა: თუ ემოციებს დაივიწყებთ და გადაწყვეტილებას ცივი გონებით მიიღებთ, შეიძლება კონკურენტები უკან მოიტოვოთ და საოცნებო შედეგი მიიღოთ.
მშვილდოსანი
ეს დღე სავსეა მოულოდნელი შესაძლებლობებით და თქვენ მხოლოდ სწორი მიმართულების შერჩევა გჭირდებათ. იღბალი საინტერესო თავგადასავალს შემოგთავაზებთ — დათანხმდით, მაგრამ ფრთხილად იმოქმედეთ. ძველ მეგობრებთან შეხვედრა სასიამოვნოც იქნება და სასარგებლოც — დროს კარგად გაატარებთ და თქვენთვის საინტერესო საკითხებსა და მოვლენებსაც განიხილავთ.
რჩევა: შანსი გამოიყენეთ, მაგრამ სიფრთხილეს ნუ დაკარგავთ.
თხის რქა
თქვენი მოთმინება და მიზანდასახულობა სასურველ შედეგს გამოიღებს. სხვების რჩევებსა და კრიტიკას ყურადღებას არ აქცევთ და ნაკლებად სავარაუდოა, ვინმემ თქვენზე გავლენის მოხდენა შეძლოს. ხელსაყრელი დროა რთული ამოცანების გადაჭრის, ფინანსურ საკითხებზე მუშაობისა და გრძელვადიანი გეგმების შესადგენად, თუმცა ეცადეთ, რომ ზედმეტად არ გადაიტვირთოთ.
რჩევა: მშვიდად და აუჩქარებლად იმუშავეთ – სწორი დაგეგმვა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ.
მერწყული
აღმოჩენებითა და საინტერესო იდეებით სავსე დღეა. იდეები, რომლებიც ამ დღეს თავში მოგივათ, უნდა ჩაინიშნოთ, რადგან მომავალში სარგებელს მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, შესაძლოა დღეს ერთ-ერთ მათგანთან მნიშვნელოვანი საუბარი შედგეს. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო ურთიერთობა, საინტერესო ღონისძიებები და გართობა გელით. ამ დღეს მოერიდეთ ალკოჰოლური სასმლის მიღებას.
რჩევა: ენდეთ თქვენს ახალ იდეებს – ისინი წარმატებას და აღიარებას მოგიტანენ.
თევზები
ამ დღეს გარემოებები თქვენ სასარგებლოდ განვითარდება. გარდა ამისა, ბევრს ისწავლით და ეს ცოდნა მალე გამოგადგებათ. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზი, მაგრამ ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად არ მიუდგეთ. ის რაც დიდი გრძნობის გამოვლინება გგონიათ, შეიძლება უბრალო ფლირტი იყოს.