რეგისტრაცია

„ძალიან სერიოზული სიტუაციაა - ისეთი ვითარებაა, რომელმაც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს... იმედი მაქვს, რუსეთზე ზეწოლა საჭირო არ გახდება“ - ტრამპი

„ძალიან სერიოზული სიტუაციაა - ისეთი ვითარებაა, რომელმაც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს... იმედი მაქვს, რუსეთზე ზეწოლა საჭირო არ გახდება“ - ტრამპი
13 Mar 2025, 10:23

ბუშისგან რუსეთმა საქართველო აიღო, ობამასგან - ყირიმი, ბაიდენისგან მთლიანად ყველაფრის მიღება სცადა და მხოლოდ ის არის ერთადერთი, ვისგანაც რუსებმა ვერაფერი წაიღეს.

"გუშინ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით დიდ წარმატებას მივაღწიეთ. ჩვენი ხალხი ახლა, ამ წუთებში, რუსეთში მიდის და იმედი მაქვს, მივიღებთ გარკვეულ დადებით შეტყობინებებს. ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა - ისეთი ვითარებაა, რომელმაც შესაძლოა მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანოს. ბაიდენს ეს არასდროს არ უნდა დაეშვა. იმედი მაქვს, რუსეთზე ზეწოლა საჭირო არ გახდება, თუმცა, რა თქმა უნდა, ამის განხორციელება შეგვიძლია.

გახსოვთ, რუსეთმა ბუშის დროს საქართველო წაიღო, ობამას დროს ყირიმი წაიღეს, ასე არ არის? ბაიდენის დროს მთელი ტერიტორიის წაღებას ცდილობდნენ. ვინ არის ის, ვისგანაც არაფერი წაუღიათ? ტრამპი. არასდროს არაფერი წაუღიათ ჩემგან. შემიძლია გავაკეთო რაღაცები, ფინანსურად რაც ცუდი იქნება რუსეთისთვის. არ მინდა ამის გაკეთება, რადგან მე მინდა მშვიდობა", - აცხადებს დონალდ ტრამპი.


აგრეთვე იხილეთ: