საგანგებო გაფრთხილება მგზავრებს! – თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს
არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას. მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს არ მიიღონ გათამაშებაში მონაწილეობა”,- აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, “Public transport Tbilisi” – სახელწოდების გვერდი კონკრეტულ გათამაშებაში ჩასართავად მოქალაქეებს ბმულზე გადასვლას სთხოვს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, ეს არის “ექსკლუზიური შეთავაზება თბილისელებისთვის!”.
კერძოდ, აღნიშნული გვერდი წერს, რომ თუ მოქალაქეები შეიძენენ ახალი Metromoney ბარათს, რომლის ღირებულება მხოლოდ 5.50 ლარია, შეუზღუდავი მგზავრობით ისარგებლებენ ყველა სატრანსპორტო საშუალებით 6 თვის განმავლობაში.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება.