რეგისტრაცია

რა თქვა უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა მატჩის შემდეგ რამაც ყველა გააოცა

რა თქვა უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა მატჩის შემდეგ რამაც ყველა გააოცა
16 Nov 2024, 23:34

„შეგვეძლო მატჩის მოგება, მაგრამ ფრეს დავჯერდით. წინ კიდევ ერთი თამაშია და უნდა მოვემზადოთ. საქართველოს ნაკრები სახლში თამაშობდა და მასპინძლის ფაქტორი ბოლომდე გამოიყენა. გადამწყვეტი ფაქტორი სწრაფი გოლი იყო, რის გამოც სასურველი ანგარიშის შენარჩუნებას ვცდილობდით.

ჩვენ ვიცით და ვაცნობიერებთ, რომელ ქვეყანას წარმოვადგენთ, და ამიტომ ბოლომდე ვიბრძვით. მიხაილო მუდრიკმა ძალიან ბევრი იშრომა, ის ჩვენთვის შეუცვლელი ფეხბურთელია.

აღსანიშნავია, რომ საფარის მდგომარეობის გამო მან თავისი შესაძლებლობების 100% ვერ აჩვენა. რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას და იუხიმ კონოპლიას დაპირისპირებას, მიმაჩნია, რომ ჩვენი დაცვა ხვიჩას გაუმკლავდა.

გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი, საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს და ომის პირველივე დღიდან მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ“.


აგრეთვე იხილეთ: