რეგისტრაცია

ქუთაისელი პატრული II

ქუთაისელი პატრული II
03 Jan 2025, 20:53

„ოპელი, ვერ გევიგე“ – ეს ხომ იცით?

ამის ახალი ვარიანტი გამოჩნდა დღეს და რომ არ გავაზიარო არ შემიძლია …

 

ქუთაისში ხდება თურმე ეს …

ჯიპს მოჰყვება უკან პატრულის მანქანა …

წინ მოედანია …

ამ მოედანს წესით ჯიპმა წრე უნდა დაარტყას …

მაგრამ დაეზარება მძღოლს იქამდე მისვლა, იქვე ღერძულა ხაზს გადაჭრის და დაატრიალებს … პატრული:

„ჯიპი რაია, კრუგი რომ დაგერტყა, გული აგერეოდა?“

🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂 🙂


აგრეთვე იხილეთ: