მანქანით მიმავალ ცოლ-ქმარს თავზე ყაჩაღები დაესხნენ – ცოლი პოლიციელებმა იპოვეს, ქმრის კვალი არ ჩანს…
მესტიის მუნიციპალიტეტში სოფელ ნაკრაში სამძებრო-დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია ორ ახალგაზრდას ეძებს, რომელთაც ბრალად უცხოელ ცოლ-ქმარზე თავდასხმა ედებათ. ინფორმაციას “სვანეთის სათემო რადიო” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სოფელ ნაკრას ასახვევთან გატაცებული მანქანაა ნაპოვნი, რომელსაც, ადგილობრივების თქმით, სისხლის კვალი აღენიშნება. ასევე ნაპოვნია ცოლი, რომელიც გადაყვანილია განყოფილებაში, ქმარი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ეჭვმიტანილების ვინაობა, რომლებსაც პოლიცია ამ დრომდე ეძებს, ჯერჯერობით უცნობია.