რა უნდა გააკეთოთ შობის დღესასწაულზე, ოჯახში კეთილდღეობა რომ დაგებედოთ
შობა ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული დღესასწაულია. უხსოვარი დროიდან ჩვენი წინაპრები ამ დღეს განსაკუთრებული სიხარულითა და პატივისცემით აღნიშნავდნენ და გარკვეული წესებიც შეიმუშავეს, რომელთა დაცვითაც ფიქრობდნენ, რომ ოჯახში დიდ სიკეთეს, სიმშვიდესა და სიყვარულს შეიტანდნენ.
სადღესასწაულო სუფრაზე ხშირად ათავსებდნენ მოციქულთა რაოდენობის კერძს. ანუ სუფრაზე, 12 კერძი იყო. ამ დღეს უარს ამბობდნენ ხორცის, ზედმეტად ცხიმიანი საკვების მიღებაზე. გარდა ამისა, არ იცვამდნენ შავ ტანსაცმელს და არც სუფრის გასაფორმებლად იყენებდნენ შავ დეკორს. თეთრი სუფრა და ღია ფერის სამოსის არჩევა ამ დღისთვის იდეალურია, რადგანაც თეთრი სიწმინდის, სისუფთავის ფერია.