4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სასურველი შედეგის მისაღწევად უფრო აქტიური და შრომისმოყვარე უნდა გახდეთ და მენეჯმენტთან ურთიერთობა მოაგვაროთ. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს და აკონტროლეთ სიტყვები, რათა ვინმეს უსამართლოდ გული არ ატკინოთ. ნუ ინერვიულებთ, თუ რაღაც თქვენი გეგმის მიხედვით არ ხდება - დაწყებული საქმეების დროულად დასრულებას მაინც შეძლებთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. სისუსტის შემთხვევაში, ერიდეთ ფიზიკურ და გონებრივ გადაღლას.
კურო
ამ დღეს მიიღებთ ინფორმაციას, რომელიც მიგახვედრებთ, რომელი მიმართულებით უნდა იმოძრაოთ. ეს ხელსაყრელი დროა იმისთვის, რომ თაროზე შემოდებული საქმეები დაასრულოთ. ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ, რომ მენეჯმენტმა თქვენი მცდელობა შენიშნოს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. მოსალოდნელია ტრავმები და ნერვული სტრესი. თუ თავს ცუდად გრძნობთ, ექიმს მიმართეთ, თორემ დაავადება გახანგრძლივდება.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. ამაში თქვენი შემოქმედებითი სული და თავგადასავლების სიყვარული დაგეხმარებათ. შეიძლება მოულოდნელად მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა, მაგრამ ღრუბლები მალე გაიფანტება და ისევ თავდაჯერება დაგეუფლებათ. არ ინერვიულოთ ადამიანებზე, რომლებსაც არ მოსწონხართ - მიზანს მათი დახმარების გარეშეც მიაღწევთ.