რას უშვრებიან ბანანს, რომელიც ჩვენთან იყიდება - ეს ბევრმა არ იცის!
ბანანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში მხოლოდ იმპორტის გზით ხვდება, ერთ-ერთ ყველაზე მეტად მოხმარებად ხილად ითვლება. როგორც ყველა ხილს მასაც, ძირითადად უმი სახით მივირთმევთ, თუმცა ასევე ხშირად გვხვდება დესერტებში, შემწვარი ან სალათის სახით. იმაზე, როგორ შეილება მისი მოხმარება, ცხადია სათქმელი არაფერია, რადგან ეს ალბათ ყველამ იცის. სამაგიეროდ, ბევრისთვის უცნობია, როგორ ხვდება და რა გზას გადის ბანანი სანამ ჩვენთან, მაღაზიისა თუ ბაზრის დახლებზე აღმოჩნდება.
როცა ბანანის ქვეყანაზე იწყება საუბარი, როგორც წესი, თვლწინ გვიდგება თბილი ქვეყნები, ზღვა, თოლიები და პალმები, რომლებიც მწიფე ბანანებით არის დახუნძლული...
სინამდვილეში, ბანანი, რომლის იმპორტიც ჩვენთან ხდება, პლანტაციებში მოჰყავთ. ამ ხილი ნამდვილ სამოთხედ კოსტა-რიკა ითვლება. ეს არის უნიკალური ქვეყანა, რომელსაც განსაკუთრებული კლიმატური პირობები აქვს და მისი ექსპორტის ძირითადი ნაწილი სწორედ ბანანზე მოდის. იმისათვის, რომ ხილმა ფორმა მიიღოს და დამწიფდეს, საჭიროა დაახლოებით 12-13 კვირა.