რას უშვრებიან ბანანს, რომელიც ჩვენთან იყიდება - ეს ბევრმა არ იცის!
ბანანი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში მხოლოდ იმპორტის გზით ხვდება, ერთ-ერთ ყველაზე მეტად მოხმარებად ხილად ითვლება. როგორც ყველა ხილს მასაც, ძირითადად უმი სახით მივირთმევთ, თუმცა ასევე ხშირად გვხვდება დესერტებში, შემწვარი ან სალათის სახით. იმაზე, როგორ შეილება მისი მოხმარება, ცხადია სათქმელი არაფერია, რადგან ეს ალბათ ყველამ იცის. სამაგიეროდ, ბევრისთვის უცნობია, როგორ ხვდება და რა გზას გადის ბანანი სანამ ჩვენთან, მაღაზიისა თუ ბაზრის დახლებზე აღმოჩნდება.