ახლახანს ახალგაზრდა ექიმი გარდაიცვალა.
სოციალურ ქსელში, სამტრედიის ჯგუფი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. გარდაიცვალა ბავშვთა ექიმი ქეთი კოპალეიშვილი. როგორც ცნობილია ის სიმსივნეს ებრძოდა.
ჩვენს ქალაქს გამოაკლდა ყველასთვის ძვირფასი ადამიანი, ერთ-ერთი საუკეთესო, ყურადღებიანი ბავშთა ექიმი ქეთი კოპალეიშვილი. ჯგუფის ადმინისტრაცია თანავუგრძნობთ ოჯახს, კოლექტივს და სამტრედიას ამ მწუხარებას.
ქეთი როგორ მტკივა შენი უდროო გარდაცვალება, შენ ხომ ყოველთვის სითბოთი და ყურადღებით გამოირჩეოდი, ჩემი შვილის გამზრდელო ექიმო, როგორ გამიკვირდა, რომ არ მიპასუხე რამდენიმე დღის წინ, რომ გირეკავდი თურმე სიკვდილს ებრძოდი, შენ ხომ უპასუხოდ ზარს არ დატოვებდი სხვა შემთხვევაში. მშვიდად იძინე ღმერთმა გაანათლოს შენი ლამაზი სული, ყოველთვის მემახსოვრები.