რეგისტრაცია

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
08 Jan 2025, 09:24

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 იანვარს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს მუშაობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. თქვენი პიროვნული თვისებების დამსახურებით ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ეცადეთ დღის მეორე ნახევარში მარილიანი, ცხიმიანი და ცხარე საკვების მიღება შეზღუდოთ. გაუთვალისწინებელი მოვლენის გამო შესაძლოა, გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

კურო

საქმის მიმდინარეობის დროს სერიოზული ცვლილებები გელით. ფრთხილად იყავით პარტნიორების არჩევისას - ეს ურთიერთობა შეიძლება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს. შესაძლოა, ახალი საქმიანი კავშირები დაამყაროთ, რაც სავარაუდოდ, სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ. სასურველია, საღამო სპორტდარბაზში გაატაროთ.

ტყუპები

შრომისმოყვარეობისა და გამოცდილების წყალობით დავალებას შესანიშნავად გაუმკლავდებით. თუ მოინდომებთ, შეიძლება პირადი ცხოვრების რომელიღაც პრობლემა გადაჭრათ, რომელიც დიდი ხანია, მოსვენებას არ გაძლევთ. ანალიზის საშუალებით სიტუაციის მოგვარების მცდელობა უშედეგო იქნება. საღამოს ოჯახის წევრის მოქმედებით გაღიზიანებული დარჩებით.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა მშენებლების, ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის. ფული, რომელსაც ამ დღეს ასესხებთ, დიდი დაგვიანებით ან საერთოდ არ დაგიბრუნდებათ. ერიდეთ ადამიანების კატეგორიულ განსჯას და ინდივიდუალურ სამუშაოს, რომელიც ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს.

ლომი

პასიური დღეა, რომელიც შეიძლება თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს. არ არის გამორიცხული, რომ ადამიანებმა, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდით, იმედი გაგიცრუონ. ერიდეთ სხვა ადამიანებზე მბრძანებლობას და სხვისი ნაკლოვანებების კრიტიკას, თორემ შეიძლება მარტო დარჩეთ.

ქალწული

ამ დღეს საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. დილიდან ემოციების მოზღვავებას გრძნობთ, მაგრამ სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

სასწორი

დილიდან ენერგიული და აქტიური ხართ და ყველაზე რთულ საქმეებსაც წარმატებით უმკლავდებით, თუმცა ამ დღეს სერიოზული საქმის დაწყებისგან მაინც თავი უნდა შეიკავოთ და ხვალამდე მოითმინოთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებული იქნება და ახალი იდეებით აგავსებთ. დღის პირველ ნახევარში გაუთვალისწინებელი მოვლენების გამო შესაძლებელია გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

მორიელი

დღევანდელი საღამო თქვენს ქორწინებას უფრო მყარს და ჰარმონიულს გახდის. სავარაუდოდ, გავლენიანი ადამიანები დაწინაურებაში დაგეხმარებიან. ხელსაყრელი დროა რემონტის დაწყებისა და ავეჯის შეძენისთვის. ეცადეთ, დრო ფიზიკური აქტივობისთვისაც გამონახოთ და საღამო სპორტდარბაზში გაატაროთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, მეტი მოთმინება გამოიჩინოთ, რომ ნათესავებთან და ქვეშევრდომებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. ყველაფერი, რაც ამ დღეს მოხდება, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, სარგებელს მოგიტანთ. საღამოს შეიძლება ოჯახის რომელიღაც წევრის მოქმედებამ ძალიან გაგაღიზიანოთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისა და სპორტული ვარჯიშისთვის. თუ მანქანას მართავთ, გზაზე მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ბევრი თხის რქა საბოლოოდ იპოვის იმას, რასაც დიდი ხანი ეძებდა.

მერწყული

მშვიდი და ნაყოფიერი დღეა. თქვენი აზრები ნათელი და გასაგები, თქვენი სიტყვები კი დამაჯერებელია. გაითვალისწინეთ, რომ დღეს რადიკალური ცვლილებებისთვის არახელსაყრელი დღეა.

თევზები

ამ დღეს ასჯერ უნდა გაზომოთ, სანამ ერთხელ გაჭრით. სავარაუდოდ, შესაძლებლობა გექნებათ, რომ პროფესიული საქმიანობის სფეროში საკუთარი თავი გამოავლინოთ. ახალი საქმის დაწყების მცდელობა წარუმატებელი იქნება, დღეს დაგეგმილი შეხვედრები კი თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება. ეცადეთ, ბავშვებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.



აგრეთვე იხილეთ: