რეგისტრაცია

ახლახან ცნობილი ქართველი მხატვარი გარდაიცვალა

ახლახან ცნობილი ქართველი მხატვარი გარდაიცვალა
10 Jan 2025, 15:51

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მხატვარი ბეჟან შველიძე.

„საქართველოს მხატვართა კავშირი მწუხარებით იუწყება რომ, გარდაიცვალა უხუცესი ღვაწლმოსილი ხელოვანი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი
ბეჟან შველიძე
პანაშვიდი: ხუთშაბათს და პარასკევს 9 – 10 იანვარს
დაკრძალვა: შაბათს 11 იანვარს – 14 სთ-ზე
მისამართი: პიკასოს ქუჩა N 24“, – აღნიშნულია ნანა ვაშალომიძს პოსტში.

 

ბეჟან შველიძე 60-იანი წლების ქართული ფერწერული სკოლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია.

ის 80-იან წლებ­ში ხშირად მონაწილეობდა გამოფენებში სხვადასხვა მხატვართან ერთად. პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნაც სწო­რედ ამ პერიოდში გამართა.

ბეჟან შველიძის ნა­მუ­შევ­რე­ბი და­ცუ­ლია მოს­კო­ვის ტრე­ტი­ა­კო­ვის გა­ლე­რე­ა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მინისტროს ფონ­დ­ში, ქუ­თა­ი­სის სამ­ხატ­ვ­რო გა­ლე­რე­ა­სა და ბერ­ლი­ნის ჰილ­გე­მა­ნის კერ­ძო კო­ლექ­ცი­ა­ში.

ის იყო თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პრო­ფე­სო­რი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის წევ­რი და მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი.

 


აგრეთვე იხილეთ: