რეგისტრაცია

10 წლის გოგონა მამამ და დედინაცვალმა მოკლეს, შემდეგ კი 5 შვილთან ერთად გაიქცნენ - დეტალები

10 წლის გოგონა მამამ და დედინაცვალმა მოკლეს, შემდეგ კი 5 შვილთან ერთად გაიქცნენ - დეტალები
17 Dec 2024, 23:30

სამ­ხრეთ ინ­გლის­ში, ჰორ­სელ­ში მცხოვ­რე­ბი 10 წლის გო­გო­ნა, სარა შა­რი­ფი, აგ­ვის­ტო­ში, სა­კუ­თარ სახ­ლში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

  • ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­რას მამა ურ­ფან შა­რი­ფი, მისი დე­დი­ნაც­ვა­ლი ბე­ი­ნაშ ბა­ტუ­ლი და ბიძა ფა­ი­სალ მა­ლი­კი, რომ­ლე­ბიც პა­კის­ტან­ში გაფ­რინ­დნენ ერთი დღით ადრე, სა­ნამ ბავ­შვს იპო­ვიდ­ნენ, და­ნარ­ჩენ ხუთ შვილ­თან ერ­თად.

პა­კის­ტან­ში ჩას­ვლის შემ­დეგ, მა­მამ და­რე­კა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ნო­მერ­ზე ინ­გლის­ში და სა­რას და­კარ­გვის შე­სა­ხებ გა­ნა­ცხა­და. პო­ლი­ცია სახ­ლში შე­ვი­და, სა­დაც გო­გო­ნას უსი­ცო­ცხლო ცხე­და­რი იპო­ვეს.


გაკ­ვე­თამ და­ად­გი­ნა, რომ ბავ­შვს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბობს ეჭვი, რომ პა­ტა­რა გო­გო­ნას მუდ­მი­ვად სცემ­დნენ, რა­საც შე­ეძ­ლო მისი სიკ­ვდი­ლი გა­მო­ეწ­ვია. მისი სხე­უ­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი, ჰქონ­და თა­ვის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნის ნაკ­ბე­ნის კვა­ლი და მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა.

გაკ­ვე­თამ და­ად­გი­ნა, რომ ბავ­შვს მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბობს ეჭვი, რომ პა­ტა­რა გო­გო­ნას მუდ­მი­ვად სცემ­დნენ, რა­საც შე­ეძ­ლო მისი სიკ­ვდი­ლი გა­მო­ეწ­ვია. მისი სხე­უ­ლი სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბით იყო და­ფა­რუ­ლი, ჰქონ­და თა­ვის ტრავ­მუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნის ნაკ­ბე­ნის კვა­ლი და მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა.

ოლდ ბე­ი­ლის ნა­ფიც­მა მსა­ჯუ­ლებ­მა სა­რას დე­დი­ნაც­ვა­ლი და მამა დამ­ნა­შა­ვედ ცნო მკვლე­ლო­ბა­ში, ბი­ძას ბავ­შვის სიკ­ვდი­ლის გა­მოწ­ვე­ვა ედე­ბა ბრა­ლად - სა­სა­მარ­თლომ მას 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

სარა შა­რი­ფი და­ი­ბა­და 2013 წლის 11 იან­ვარს Wexham Park Hospital-ში, სლა­უ­ში. მისი მამა დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­სუ­ლი პა­კის­ტა­ნი­დან სას­წავ­ლებ­ლად ჩა­ვი­და. 2009 წელს პო­ლო­ნე­ლი ოლგა დო­მი­ნი გა­იც­ნო და იქორ­წი­ნა.

სა­რას და­ბა­დე­ბამ­დეც ოჯა­ხი პო­ლი­ცი­ი­სა და ბავ­შვთა სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ 2010-დან 2012 წლებ­ში, პო­ლი­ცია ოთხჯერ გა­მო­ი­ძა­ხეს. ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის მზარ­დი შეშ­ფო­თე­ბის გამო, მათ შო­რის სა­რას ერთ-ერთი ძმის მი­მართ - სა­სა­მარ­თლოს ჩა­ნა­წე­რებ­ში მოხ­სე­ნე­ბუ­ლია, რო­გორც "Z".

2010 წელს სამი წლის "Z" მა­ღა­ზი­ა­ში იპო­ვეს. იმა­ვე წელს შა­რი­ფი და­ა­პა­ტიმ­რეს დო­მინ­ზე თავ­დას­ხმის­თვის. ჩხუ­ბის დროს მან ბავ­შვსაც და­არ­ტყა. სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი ხში­რად სტუმ­რობ­დნენ ოჯახს.

სარა პირ­ვე­ლად 2014 წლის ნო­ემ­ბერ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში ხან­მოკ­ლე პე­რი­ო­დით. რო­დე­საც მისი მშობ­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­შორ­დნენ, მან დე­დას­თან ერ­თად და­ი­წყო ცხოვ­რე­ბა, ჯერ ქალ­თა თავ­შე­სა­ფარ­ში. შა­რიფს მხო­ლოდ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­თი კონ­ტაქ­ტის უფ­ლე­ბა მი­ე­ცა.

  • 2019 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სარა სა­ცხოვ­რებ­ლად მა­მას­თან და დე­დი­ნაც­ვალ­თან დაბ­რუნ­და. მე­ზობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით, სახ­ლი­დან გა­მუდ­მე­ბით ის­მო­და ის­ტე­რი­უ­ლი ყვი­რი­ლის ხმა.

2020 წლის დე­კემ­ბერ­ში, დე­დი­ნაც­ვალ­მა თა­ვის დას კან­დი­ე­ლა სა­ბუ­ჰის გა­უგ­ზავ­ნა სა­რას რამ­დე­ნი­მე სუ­რა­თი მკლა­ვებ­სა და სა­ხე­ზე აშ­კა­რა სე­რი­ო­ზუ­ლი და­ჟე­ჟი­ლო­ბით. მომ­დევ­ნო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის ხში­რად უგ­ზავ­ნი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბებს თა­ვის დებს იმის შე­სა­ხებ, რომ შა­რი­ფი ბავ­შვს "სუ­ლე­ლუ­რი მი­ზე­ზის" გა­მოც სცემ­და.

სა­რას დე­დამ, ოლგა დო­მინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი "სა­დის­ტე­ბი" არი­ან და დას­ძი­ნა: "თუმ­ცა ეს სი­ტყვაც არ არის საკ­მა­რი­სი თქვენ­თვის. მე ვი­ტყო­დი, რომ ჯა­ლა­თე­ბი ხართ. ჩემი შვი­ლი კი ან­გე­ლო­ზია, რო­მე­ლიც ზე­ცი­დან გვი­ყუ­რებს. ის აღარ გა­ნიც­დის ძა­ლა­დო­ბას."


აგრეთვე იხილეთ: