რეგისტრაცია

"საშინელ აფეთქებას ორთაჭალაში მოჰყვა მსხვერპლი" - ნახეთ რა ხდება ადგილზე

"საშინელ აფეთქებას ორთაჭალაში მოჰყვა მსხვერპლი" - ნახეთ რა ხდება ადგილზე
14 Jan 2025, 10:29

აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის, ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ორ­თა­ჭა­ლა­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი 4 მო­ქა­ლა­ქი­დან ერთი ბავ­შვია.

რო­გორც მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მო­ზარ­დის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

  • აფხა­ზე­თის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­და­რე­ბით მძი­მეა.

"ვიმ­ყო­ფე­ბით შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე, სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი მოხ­და, გარ­დაც­ვლი­ლია ერთი მო­ქა­ლა­ქე, ვუ­სამ­ძიმ­რებთ მის ოჯახს და ახ­ლობ­ლებს. ჩვენ­თვის ახლა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბი­ნა­ვე­ბა და ქა­ლა­ქის მე­რი­ას­თან და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან ერ­თად ამის­თვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ.

-0:01

სა­უ­ბა­რია სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზის გა­ჟონ­ვა­ზე, ზუსტ მი­ზე­ზებს გა­მო­ძი­ე­ბა და­ად­გენს. ასე­ვე ვიმ­ყო­ფე­ბო­დით კლი­ნი­კა­ში, სა­დაც მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის 4 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის ერთი ბავ­შვია. მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. შე­და­რე­ბით მძი­მეა ერთი და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა, თუმ­ცა ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, მი­ხელ სარ­ჯვე­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ორ­თა­ჭა­ლა­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სხვა­დას­ხვა სიმ­ძი­მი­საა და ისი­ნი კლი­ნი­კა­ში აგ­რძე­ლე­ბენ მკურ­ნა­ლო­ბენ.

"უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. ზუს­ტი მი­ზე­ზი გა­მო­ძი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ შეგ­ვეძ­ლე­ბა რომ ვთქვათ. სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­უბ­რო­ბენ გა­ზის გა­ჟონ­ვა­ზე ან ქსე­ლის გა­უ­მარ­თა­ო­ბა­ზე, რა­მაც აფეთ­ქე­ბა გა­მო­იწ­ვია. რამ­დე­ნი­მე პირი იმ­ყო­ფე­ბა კლი­ნი­კა­ში და მათი მდგო­მა­რე­ო­ბა სხვა­დას­ხვა სირ­თუ­ლი­საა, ძი­რი­თა­დად, ისი­ნი უსაფრ­თხოდ იმ­ყო­ფე­ბი­ან. ერთ-ერთი პი­რის მდგო­მა­რე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა და ის ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. სა­უ­ბე­დუ­როდ, ერთი ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ გარ­დაც­ვლი­ლი“,-გა­ნა­ცხა­და სარ­ჯვე­ლა­ძემ.

ორ­თა­ჭა­ლა­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­ში აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად ერთი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ოთხი კი და­შავ­და.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფეთ­ქე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ზის გა­ჟონ­ვამ გა­მო­იწ­ვია. აფეთ­ქე­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ, შე­ნო­ბის მე­ო­თხე სარ­თულ­ზე მოხ­და. აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ფა­სა­დი და კედ­ლე­ბი ჩა­მო­ინ­გრა.


აგრეთვე იხილეთ: