მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზის შულავერის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 24News.ge იუწყება, რომ შემთხვევის დროს ერთმანეთს "ოპელი" და "ტოიოტა პრიუსი" შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1970 წელს დაბადებული პირი გარდაიცვალა, მანქანებში მყოფი ოთხი მგზავრი და „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.