24 წლის გიგა დაუშვილი, ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს - რა დეტალები ხდება ცნობილი

24 წლის გიგა დაუშვილი, რომელსაც ოჯახი 9 თებერვლიდან ეძებდა, სამწუხაროდ გარდაცვლილი იპოვეს. ამ ინფორმაციას დაკარგული ახალგაზრდის ახლობლები ავრცელებენ. ყველა ძალიან განიცდის მომხდარს. თითქმის ორი თვე ეძებდა ოჯახი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას.
ცნობილია, რომ გიგა 9 თებერვალს გავიდა სახლიდან. მისი ერთ-ერთი მეგობარი ამბობს, რომ ბოლოს ისინი ერთად იყვნენ დიღმის ჭალებში. სწორედ იქ იპოვეს დაკარგული ბიჭის მობილური ტელეფონიც. განგაშის ზარი დედამ იმავე დღეს ჩამოკრა და ყველგან ეძებდა თავის შვილს. იმ ღამით შვილი რომ ვერსად იპოვა, მეორე დილიდან საქმეში პოლიცია ჩართო და სამძებრო სამუშაოები პოლიციამ და მაშველებმა აქტიურად დაიწყეს. დეტალურად დაათვალიერეს მტკვრის მთელი პერიმეტრი და განსაკუთრებით ის ადგილი, სადაც ბოლოს გიგას მობილური ტელეფონი იპოვეს, თუმცა მაშინ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ნახეს.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი,