ღმერთო რახდება⭕ მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა 25 და 29 წლის ახალგაზრდები მოკლა და ადგილიდან მიიმალა 😭
ნინოწმინდის სოფელ გონდურაში გუშინ, 17 იანვარს მომხდარი ავარიის გამო შსს-მ ერთი პირი დააკავა.
tv9news.ge -ის ინფორმაციით, შემთხვევა სოფელში მოხდა, ქვეითად მოსიარულე 25 და 29 წლის ახალგაზრდებს, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.
ავარია, ახალგაზრდების საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით, 50 მეტრის დაშორებით მოხდა. ავტომობილის მძღოლი, დაჯახების შემდეგ ჯერ ადგილიდან მიიმალა, შემდეგ კი სამართალდამცველებს თავად ჩაბარდა.
ახალგაზრდები, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.