ბათუმში ზღვამ კაცის ცხედარი გამორიყა
ბათუმში, ზღვამ 50 წლამდე ასაკის კაცის ცხედარი გამორიყა - ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია. შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით დაიწყო რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, კაცს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.