ჩემი იქ დგომის მიზანი ევროპული მომავლის დაცვაა, უკანონოდ დაკავებული მოქალაქეებისთვის, რომლებიც ნაწილი ნაწამებია, იმ უსამართლობის გამო ვდგავარ, რაც ჩვენს ქვეყანაშია - ბაჩო ქაჯაია

მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე მოსამართლე ნინო ენუქიძე გადაწყვეტილებას 23 იანვარს გამოაცხადებს.
ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან. ბრალდების მტკიცებით, ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.
დღევანდელ პროცესზე მსახიობმა თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
"ჩემი გააზრებული პოზიციით ჩემი იქ დგომის მიზანი ევროპული მომავლის დაცვაა, ჩემი მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის, ყველა დაპატიმრებული ადამიანისთვის, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ნაწამები არიან, ზოგ შემთხვევაში -