გაუჩინარებამდე 14 წლის მოზარდმა ეს სტატუსი გამოაქვეყნა – ნახეთ რა დაწერა ალექსანდრემ
უკვე მერვე დღეა ბათუმში დაკარგულ 14 წლის ბიჭს, ალექსანდრე მიქელაძეს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. მოზარდი 16 იანვარს 22 საათიდან გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდს ყველგან ეძებენ. ალექსანდრეს პირადი ნივთები და ტელეფონი ზღვის სანაპიროზე იპოვეს, მას შემდეგ კი უჩინარდება.
”- ამ დრომდე არაფერი გვაქვს ხელჩასაჭიდი. ხელჩასაჭიდს ვერაფერს ვპოულობთ – ტელეფონი, ჩანთა და ქურთუკი დატოვა ზღვის ნაპირას, მეტი არაფერი ვიცით. ერთადერთი “ინსტაგრამზე” აქვს სტატუსად დაწერილი სიტყვა თავისუფლება, მეტი არაფერი ვიცით. მისთვის ჩვეულებრივი დღე იყო, ვინც კი შეხვდა იმ დღეს ყველა ამბობს, რომ ჩვეულებრივი ალექსანდრე იყო, არანაირი აღელვება, არანაირი კონფლიქტი, არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ზოგადად ძალიან თბილი, იუმორის ძალიან დიდი გრძნობით სავსე ბიჭია. სამეგობროსთვის სასურველი მეგობარი, ყველას უყვარს ალექსანდრე.” – ამბობს ალექსანდრეს დედა ამბებთან.