"ბიძინასთან ვიყავი სტუმრად და სუფრაზე ვიკამათეთ... მან მითხრა, ის, რასაც შენ ახლა ამბობ, მიშას აწყობსო - გია ხუხაშვილი

როგორც ექსპერტი აცხადებს 2012 წელს შესთავაზა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ პოლიტიკური ვერდიქტის გამოტანის საკითხი.
მისივე თქმით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს არ აწყობდა შერიგება.
"როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ერთ-ერთი ბოლო კამათი უკავშირდებოდა ამ თემას. ბიძინა ივანიშვილს ვეუბნებოდი, რადგან ჩვენ კოჰაბიტაციაზე ვსაუბრობთ, კოჰაბიტაციას გარკვეული პოლიტიკური ვერდიქტი სჭირდება, რომლის საფუძველზე შეგვიძლია გამოვაცხადოთ ამნისტია. ჩვენ უნდა გამოვიტანოთ პოლიტიკური ვერდიქტი ანუ რეჟიმი უნდა გავასამართლოთ პოლიტიკურად და ამ ვერდიქტის საფუძველზე გამოვაცხადოთ საყოველთაო ამნისტია, გარდა მძიმე დანაშაულებისა.
2012 წელსვე დავაყენე ეს საკითხი. ბიძინასთან ვიყავი სტუმრად და სუფრაზე ამაზე ვიკამათეთ. მან მითხრა, რომ ის, რასაც შენ ახლა ამბობ, მიშას აწყობსო.