რეგისტრაცია

3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
03 Mar 2025, 09:28

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

დინამიკური და მოვლენებით დატვირთული დღეა. თუ სწრაფად და პრინციპულად იმოქმედებთ და არ იყოყმანებთ, აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. თქვენი ემოციური გამოსვლები კონფლიქტებს გამოიწვევს, ამიტომ წონასწორობის დაცვა მნიშვნელოვანია. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიურპრიზები გელით. ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია, ამიტომ შეგიძლიათ თავს დაუგეგმავი შესყიდვების ან გართობის უფლება მისცეთ.

რჩევა: აკონტროლეთ ემოციები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ.

კურო

მშვიდი და სტაბილური დღეა. ოჯახის წევრების დახმარებით, ფინანსურ პრობლემებს ადვილად მოაგვარებთ, თუმცა დიდი შესყიდვებისგან სჯობს თავი შეიკავოთ. თუ ცოტაოდენ მზრუნველობას გამოიჩენთ, ახლობლებთან ურთიერთობა სასიამოვნო იქნება. გირჩევთ, წარსულში დატოვოთ შიშები, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით. ხელსაყრელი დღეა ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომლებსაც შეუძლიათ სარგებელი მოგიტანონ.

რჩევა: ეს დღე დაგროვილი საქმეების დასასრულებლად გამოიყენეთ და მიზნის მიღწევა გაგიადვილდებათ.

ტყუპები

შეხვედრებით, ურთიერთობებითა და ახალი შესაძლებლობებით სავსე დღეა. მოულოდნელი შეხვედრა ან ახალი ნაცნობობა თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. მთავარია, ყურადღება არ მოადუნოთ და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების მავნე ჩვევა დაივიწყოთ. მებრძოლი ბუნება უამრავი პრობლემის გადაჭრაში და დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ.

რჩევა: სასურველია, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევა ოჯახის წევრებს ან გამოცდილ პროფესიონალებს სთხოვოთ.

კირჩხიბი

ემოციურად არამდგრადი დღეა. მოულოდნელი სიახლეები გაიძულებთ სწრაფად იმოქმედოთ. მნიშვნელოვანია, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და ემოციებს თქვენი მართვის უფლება არ მისცეთ. მცირე შესყიდვები წარმატებული იქნება და მოგებიანი გარიგების დადებასაც შეძლებთ.

რჩევა: სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ნაჩქარევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ.

ლომი

ამ დღეს ყურადღების ცენტრში იქნებით. ახალი ნაცნობობა ან სამუშაო სფეროში წარმატებული შეთავაზება გელით. მთავარია, საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ და ზედმეტი პასუხისმგებლობა არ აიღოთ. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს სასწრაფო მივლინება ელის, რომელიც წარმატებით დასრულდება და დამატებით შემოსავალს მოგიტანთ.

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ დეტალებს — ამ დღეს წარმატება მათში იმალება.

ქალწული

ამ დღეს თქვენი ანალიტიკური აზროვნება და დაკვირვება ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. მცირე მოულოდნელობები შედეგის მიღწევაში ხელს ვერ შეგიშლით. მუშაობისას უმჯობესია, არ იჩქაროთ, რომ შეცდომებს თავი აარიდოთ. საკითხი, რომლებიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს.

რჩევა: ამ დღეს საოჯახო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ, ამიტომ გირჩევთ საქმე ოჯახის სხვა წევრებსაც გაუნაწილოთ.


აგრეთვე იხილეთ: