რეგისტრაცია

"ძალიან კარგი მძღოლი იყო..." - რა არის ცნობილი მეტეხის ხიდთან დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომელსაც ახალგაზრდა ემსხვერპლა

"ძალიან კარგი მძღოლი იყო..." - რა არის ცნობილი მეტეხის ხიდთან დატრიალებულ ტრაგედიაზე, რომელსაც ახალგაზრდა ემსხვერპლა
05 Mar 2025, 00:30

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ თბი­ლის­ში, მე­ტე­ხის ხიდ­თან ავ­ტო­მო­ბი­ლი მტკვარ­ში ჩა­ვარ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოყ­ვა­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი ტექ­ნი­კით რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ავ­ტო­მო­ბი­ლის ამოყ­ვა­ნის შემ­დეგ მაშ­ვე­ლებ­მა იქ ცხე­და­რი იპო­ვეს.

  • ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლია ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი გიგი ზა­რან­დია, რო­მელ­საც მე­უღ­ლე და შვი­ლი დარ­ჩა.

მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც "ფორ­დის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით ძლი­ე­რად და­ე­ჯა­ხა ხი­დის ჯე­ბირს და ამის შემ­დეგ ავ­ტო­მო­ბი­ლით მტკვარ­ში გა­და­ვარ­და. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ველ კად­რებს ავ­რცე­ლებს გვერ­დი "ჩემი ქა­ლა­ქი მკლავს".

კად­რებ­ში ჩანს, რომ შემ­თხვე­ვით გა­დარ­ჩა გამ­ვლე­ლი, რო­მე­ლიც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს ტრო­ტუ­არ­ზე გა­და­ად­გილ­დე­ბა.

"ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს. ად­რეც და­ე­მარ­თა ავა­რია. 2 წლის წინ ბა­ი­კით და­იმ­ტვრა, მა­შინ რა­ღაც პე­რი­ო­დი კო­მა­ში იყო, მერე ბა­ი­კი გა­ყი­და და ახლა მან­ქა­ნით და­ე­მარ­თა. არა­და მძღო­ლიც მა­გა­რი იყო და პი­როვ­ნუ­ლა­დაც უკარ­გე­სი ადა­მი­ა­ნი. ცოლი და შვი­ლი დარ­ჩა" - ჰყვე­ბი­ან მას­ზე ახ­ლობ­ლე­ბი.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლით არის და­წყე­ბუ­ლი.


აგრეთვე იხილეთ: