რეგისტრაცია

მარტი - დიდი ცვლილებების დასაწყისი - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი - დიდი ცვლილებების დასაწყისი - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური პროგნოზი
05 Mar 2025, 17:04

ინ­გრე­სია:

* 3 მარ­ტი > მერ­კუ­რი ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში

  • 20 მარ­ტი > მზე ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში - გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ა­ო­ბა (13:02)
  • ინ­გრე­სია:

    * 3 მარ­ტი > მერ­კუ­რი ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში

    * 20 მარ­ტი > მზე ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში - გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ა­ო­ბა (13:02)

    -0:07
    • 27 მარ­ტი < ვე­ნე­რა თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში (რეტ­როგ­რა­დუ­ლად)
    • * 30 მარ­ტი < მერ­კუ­რი თევ­ზე­ბის ზო­დი­ა­ქო­ში (რეტ­როგ­რა­დუ­ლად)

      * 30 მარ­ტი > ნეპ­ტუ­ნი ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში

      რეტ­როგ­რა­დუ­ლი პლა­ნე­ტე­ბი:

      * 2 მარ­ტი < რეტ­როგ­რა­დუ­ლი ვე­ნე­რა (ვერ­ძის მე-11 გრა­დუ­სი­დან)

      * 15 მარ­ტი < რეტ­როგ­რა­დუ­ლი მერ­კუ­რი (ვერ­ძის 10-ე გრა­დუ­სი­დან)

      * სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა - 14 მარ­ტი (10:54 სა­ათ­ზე)

      * მთვა­რის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა - 14 მარ­ტი (პიკი: 10:59 სა­ათ­ზე)

      * ახალმთვა­რე­ო­ბა - 29 მარ­ტი (14:58 სა­ათ­ზე)

      * მზის ნა­წი­ლობ­რი­ვი დაბ­ნე­ლე­ბა - 29 მარ­ტი (პიკი: 10:48 სა­ათ­ზე)

      მარ­ტი - ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით დიდ მღელ­ვა­რე­ბებს და მოვ­ლე­ნე­ბის ბო­ბო­ქარ გან­ვი­თა­რე­ბას და­უ­კავ­შირ­დე­ბა. ამა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს სამი ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნა - მერ­კუ­რი-ვე­ნე­რას ორ­მა­გი რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბა, ასე­ვე მთვა­რი­სა და მზის დაბ­ნე­ლე­ბა (შე­სა­ბა­მი­სად, 14 და 29 მარტს). ასე რომ, თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მარ­ტი ბევ­რად "მძი­მე" თვე გა­მოდ­გე­ბა, ვიდ­რე გა­სუ­ლი ორი თვე. უფრო მე­ტიც, შე­საძ­ლოა ის გახ­დეს 2025 წლის ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო თვეც, რო­გორც გლო­ბა­ლურ (პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ ჭრილ­ში), ისე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დო­ნე­ზე (პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა).

      მარ­ტში მკვე­თად მო­ი­მა­ტებს შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბი­სა და უკვე დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის "გა­ცხა­დე­ბის", გა­მომ­ჟღავ­ნე­ბის ალ­ბა­თო­ბა. თევ­ზე­ბის ნი­შან­ში მზის და პლა­ნე­ტე­ბის მოძ­რა­ო­ბა მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ბევ­რი რამ "კუ­ლი­სებს მიღ­მა" გან­ვი­თარ­დე­ბა, თუმ­ცა მო­სა­ლოდ­ნე­ლია სწო­რედ ეს გახ­დეს გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შეც­დო­მე­ბის დაშ­ვე­ბის მი­ზე­ზი (ვი­მე­ო­რებ, ეს შე­ე­ხე­ბა რო­გორც პო­ლი­ტი­კურ, ისე პერ­სო­ნა­ლურ ცხოვ­რე­ბას).

      მარ­ტი - ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა "მშვი­დო­ბი­ა­ნი" თვე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამე­რი­კის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს რუ­სეთ­სა და უკ­რა­ი­ნას შო­რის ცე­ცხლის შე­წყვე­ტას მი­აღ­წი­ოს, მხო­ლოდ მი­ზე­რუ­ლი შან­სია, რომ ეს მოხ­დეს და თუ რა­ი­მე მი­ზე­ზით ეს მოხ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი დრო­ე­ბით და ძა­ლი­ან მყი­ფე იქ­ნე­ბა. უფრო მე­ტიც, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კე­რე­ბიც ვი­ხი­ლოთ (ბუ­ნებ­რი­ვია, პირ­ველ რიგ­ში ეს იმ ქვეყ­ნებ­სა და რე­გი­ო­ნებს შე­ე­ხე­ბა, სა­დაც ფეთ­ქე­ბადსა­ში­ში სი­ტუ­ა­ცი­ე­ბია). სწო­რედ გა­ზა­ფხუ­ლის პირ­ვე­ლი თვე იქ­ნე­ბა ის პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც გა­მო­ა­ჩენს აქამ­დე "და­მა­ლულ" პრობ­ლე­მებს. ეს შე­ე­ხე­ბა რო­გორც გან­ვი­თა­რე­ბად, ისე გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­საც და მათ შო­რის ამე­რი­კა­საც. სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ვი­ხი­ლოთ მთე­ლი რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი (რო­გორც პო­ლი­ტი­კა­ში, ისე ეკო­ნო­მი­კა­ში). ეს ცვლი­ლე­ბე­ბი კი იძუ­ლე­ბი­თი და კრი­ზი­სე­ბის აღ­მო­ფხვრის­კენ მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში შე­საძ­ლოა ად­გი­ლი ჰქონ­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთლი­ან ან ნა­წი­ლობ­რივ ცვლი­ლე­ბებს.

      აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2 მარ­ტი­დან­ვე ვე­ნე­რა რეტ­როგ­რა­დუ­ლად და­ი­წყებს მოძ­რა­ო­ბას, რაც ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში კრი­ზი­სის და­წყე­ბის მი­ზე­ზი გახ­დე­ბა, ქვეყ­ნებს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, კომ­პა­ნი­ებს და ადა­მი­ა­ნებს შო­რის. არ იქ­ნე­ბა იოლი პე­რი­ო­დი ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის და ხე­ლო­ვან­თათ­ვის, რად­გან ვე­ნე­რა ხე­ლოვ­ნე­ბას მარ­თავს და შე­საძ­ლოა კრი­ზი­სი ამ სფე­რო­შიც ვი­ხი­ლოთ. მარ­ტის სწო­რედ აღ­ქმის­თვის და ანა­ლი­ზის­თვის ორი პე­რი­ო­დი შე­იძ­ლე­ბა გა­მოგ­ვად­გეს - პირ­ვე­ლი, 2017 წლის გა­ზა­ფხუ­ლი და მე­ო­რე, 2008 წლის შე­მოდ­გო­მა. ას­ტრო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით სწო­რედ ეს ორი პე­რი­ო­დი წა­ა­გავს მარტს (და სა­ერ­თოდ, 2025 წლის გა­ზა­ფხულს).

      პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მეტი მოთ­მი­ნე­ბის, ტაქ­ტი­სა და რაც მთა­ვა­რია, სიყ­ვა­რუ­ლის გა­მოვ­ლე­ნა, რათა მყი­ფე ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ერ­თოდ არ ჩა­მო­ი­შა­ლოს.

      ეს პე­რი­ო­დი ითხოვს სიფრ­თხი­ლეს ბიზ­ნეს­ში და ფი­ნან­სებ­ში, რად­გან 15 მარ­ტი­დან მერ­კუ­რიც რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­დე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი ბუნ­დო­ვა­ნი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნე­ბა, რაც მო­სა­ლოდ­ნე­ლია ნე­გა­ტი­უ­რად სწო­რედ ფი­ნან­სურ სფე­რო­ზე აი­სა­ხოს. საქ­მე­ე­ბი ნელ ტემპში და ფრთხი­ლად უნდა გან­ვი­თარ­დეს, რათა სის­წრა­ფე და სპონ­ტა­ნუ­რო­ბა კრი­ზი­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებს მხო­ლოდ გა­ამ­ძაფ­რებს.

      14 მარ­ტის მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა და­უ­კავ­შირ­დე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის სა­კი­თხებს, ამი­ტომ ყუ­რა­დღე­ბას სწო­რედ ეს სფე­რო ითხოვს. 10-16 მარ­ტის შუ­ა­ლედ­ში სა­სურ­ვე­ლია მეტი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცეს ჯან­მრთე­ლო­ბას. ამ დღე­ებ­ში არა­სა­სურ­ვე­ლია სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბიც (სჯობს ეს აპ­რი­ლის მე­ო­რე დე­კა­დი­დან მოხ­დეს). თუმ­ცა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის და კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სწო­რედ ამ დროს მოხ­დეს თა­ნამ­შრო­მელ­თა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რა­საც იძუ­ლე­ბი­თი ფორ­მა ექ­ნე­ბა.

      ადა­მი­ა­ნებ­ში სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ში­ნა­გა­ნი გამ­ძლე­ო­ბა, მო­ტი­ვა­ცი­ის გაძ­ლი­ე­რე­ბა და სწრა­ფი კო­ორ­დი­ნი­რე­ბის უნა­რი, რად­გან იო­ლად და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ მოხ­დეს გა­და­წყო­ბა ერთი სის­ტე­მი­დან მე­ო­რე­ზე თუ ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე ფი­ზი­კუ­რი გა­დას­ვლა.

      მარ­ტის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ბევრ ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან მო­ი­მა­ტებს პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხის და სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის იზო­ლა­ცი­ის ალ­ბა­თო­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­აძ­ლი­ე­რებს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პრო­ტესტს და სა­ხალ­ხო მღელ­ვა­რე­ბას. ამ პე­რი­ოდ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ურ დო­ნე­ზე ბევ­რი რა­მის გა­და­ფა­სე­ბა და გა­და­წყო­ბა მოხ­დე­ბა. სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ თუ სო­ცი­ა­ლურ ჯგუ­ფებს (ასე­ვე ბიზ­ნეს-კომ­პა­ნი­ებს) იძუ­ლე­ბი­თი ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა და ერ­თმა­ნეთ­ში კო­ორ­დი­ნი­რე­ბა მო­უ­წევთ, რათა ცვლი­ლე­ბე­ბის ტალ­ღას უფრო მე­ტად მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი და გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლე­ბი შეხ­ვდნენ.

      ბევ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა თუ კავ­ში­რი მარ­ტში გა­მოც­დას გა­ივ­ლის და რო­მე­ლიც ვერ გა­უძ­ლებს შექ­მნილ კრი­ზისს და გრძელ­ვა­დი­ან მიზ­ნებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბა, ჩა­მო­იშ­ლე­ბა.

      29 მარ­ტის მზის დაბ­ნე­ლე­ბა (ვერ­ძის ნი­შან­ში) შე­საძ­ლოა კავ­შირ­ში იყოს ძვე­ლის ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბას­თან. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი დიდ­წი­ლად შე­იც­ვა­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი, საქ­მი­ა­ნი თუ კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის ლან­დშაფ­ტი. ასე რომ, მარ­ტი - დიდ ცვლი­ლე­ბებს და­უ­კავ­შირ­დე­ბა და ეს საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად და ენერ­გი­უ­ლად გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ეს გა­ნახ­ლე­ბის თვეა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა იყოს ძვე­ლის ნგრე­ვა და ახ­ლის შე­ნე­ბის და­სა­წყი­სი.


აგრეთვე იხილეთ: