რეგისტრაცია

ტესტი: აირჩიეთ მზე და გაიგეთ, თქვენი პიროვნების ძირითადი მახასიათებელი

ტესტი: აირჩიეთ მზე და გაიგეთ, თქვენი პიროვნების ძირითადი მახასიათებელი
28 Nov 2024, 18:44

უძველესი დროიდან მზე კაცობრიობას იპყრობდა: დიდებული ვარსკვლავი მრავალი ცივილიზაციის რელიგიური და კულტურული შეხედულებების ობიექტი გახდა, რომლებიც მას უზენაეს ღვთაებად, სიცოცხლის, სითბოს და კეთილდღეობის სიმბოლოდ თვლიდნენ. და სხვანაირად როგორ? მზე დედამიწაზე თავის ენერგიას აგზავნის, ის სიცოცხლეს ანიჭებს, ათბობს!


ამ მარტივ ტესტში ერთ-ერთი მზე უნდა აირჩიოთ (ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ!), შემდეგ გიამბობთ, თუ რომელი ცეცხლის ვარსკვლავი განსაზღვრავს თქვენს პიროვნებას.


ადამიანის ხასიათის განსაკუთრებულობა!


უკვე აირჩიეთ მზე, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ? ახლა, კი მისი მნიშვნელობა გაიგეთ.

მზე № 1


თქვე­ნი ფიქ­რე­ბი ყო­ველ­თვის პო­ზი­ტი­ურ ტალ­ღა­ზეა, ხოლო ჭიქა, რა თქმა უნდა, ნა­ხევ­რად სავ­სეა. ირ­გვლივ სამ­ყა­რო მშვე­ნი­ე­რი და გა­სა­ო­ცა­რია. სამ­ყა­რო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით სავ­სეა, რომ­ლის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა უბ­რა­ლოდ და­უშ­ვე­ბე­ლია. სირ­თუ­ლე­ებს მარ­ტი­ვად უმკლავ­დე­ბით და დაბ­რკო­ლე­ბებს მუხ­ლებ­ზე და­ჩოქ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევთ.


თქვე­ნი ნე­ბის­ყო­ფის ბევ­რს შე­შურ­დე­ბა, ამი­ტომ თქვენ­თან მე­გობ­რო­ბა და თქვე­ნი ენერ­გი­ით შთა­გო­ნე­ბა ყვე­ლას სურს. თქვენ მშვი­დი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ხართ.ხში­რად გირ­ჩევ­ნი­ათ გა­ჩუმ­დეთ, რომ ადა­მი­ანს შემ­თხვე­ვით არ აწყე­ნი­ნოთ. მე­გობ­რებს ფრთხი­ლად ირ­ჩევთ, ამი­ტომ ძა­ლი­ან ცოტა მე­გო­ბა­რი გყავთ, მაგ­რამ ისი­ნი ნამ­დვი­ლი და ერ­თგუ­ლი არი­ან!





მზე № 2


პა­ტი­ვის­ცე­მა თქვენ­თვის ურ­თი­ერ­თო­ბის სა­ფუძ­ველს წარ­მო­ად­გენს. თქვენ სხვებს აფა­სებთ და მათ­გან იმა­ვეს მო­ი­თხოვთ. პი­რად სივ­რცეს დი­დად აფა­სებთ, სხვებს თქვენს ცხოვ­რე­ბა­სა და პრობ­ლე­მებ­ში ჩა­რე­ვის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევთ.


დიდი კომ­პა­ნი­ე­ბის და ადა­მი­ა­ნე­ბის მა­სობ­რი­ვი შეკ­რე­ბე­ბის ატა­ნა არ გაქვთ, მაგ­რამ როცა მე­გობ­რებს თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, თქვენ ყო­ველ­თვის მის გვერ­დით ხართ. გულ­წრფე­ლო­ბა თქვენ­თვის პირ­ველ ად­გილ­ზეა! თქვენ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნი ხართ, მაგ­რამ ამით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი სარ­გებ­ლობს.




მზე № 3


თქვენ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი ხართ, საღი აზრი გაქვთ, ხოლო მეც­ნი­ე­რე­ბის სწავ­ლის სურ­ვი­ლი მგო­ნი არას­დროს ჩაქ­რე­ბა. დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს თვით­გან­ვი­თა­რე­ბას უთ­მობთ. ძა­ლი­ან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხართ. არ გიყ­ვართ, როცა გი­თი­თე­ბენ თუ რა და რო­გორ უნდა გა­ა­კე­თოთ.


თქვენ შე­უც­ნე­ბე­ლი არ გა­ში­ნებთ, ხოლო თავ­გა­და­სავ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი სის­ხლში გაქვთ. თვალ­თმაქ­ცო­ბა და სიც­რუე გძულთ. ცდი­ლობთ და­ნა­პი­რე­ბი ყო­ველ­თვის შე­ას­რუ­ლოთ. თქვენ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­გო­ბა­რი ხართ!


აგრეთვე იხილეთ: