ცნობილი ქართველი რეჟისორი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

გადაცემა „ადამიანი და კანონის“ შემქმნელი, ვახტანგ მიქელაძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ცნობილი გახდა რეჟისორის გარდაცვალების მიზეზიც.
SHOT-ის ცნობით, ის გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.
ტელეგრამის არხის ცნობით, 87 წლის ვახტანგ მიქელაძის ცხედარი ხუთშაბათს, 6 მარტს, მის ბინაში, მოსკოვში, დიმიტრი ულიანოვის ქუჩაზე, დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე აღმოაჩინეს. 1988-1993 წლებში მან მოაწყო ეკო-ფილმის სტუდია მოსკოვში და გახდა მისი სამხატვრო ხელმძღვანელი და პრეზიდენტი. 1995 წლიდან თანამშრომლობს ტელეკომპანია RTS-თან და მონაწილეობს გადაცემის “ადამიანი და კანონის” შექმნაში. მიქელაძე ბოლო წლებში მუშაობდა კინოკომპანია Sintez-Integra-სთან.