"გადმოდი დროზე, მარტო ხარ? მომე ხელი" - ვრცელდება კადრები, როგორ ამოიყვანეს მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადავარდნილი მანქანის მძღოლი

მეტეხის ხიდიდან მტკვარში მანქანა გადავარდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ავტომობილში მხოლოდ ერთი პირი, მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც უვნებლად ამოიყვანეს.
მათივე თქმით, ამ დროისთვის, ავტომობილის ამოყვანისთვის შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს.
ვიდეო: ლაშა ბერულავა