რეგისტრაცია

გაირკვა 14 წლის გოგონას ვინაობა, რომელიც მაღალი სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა! – რას წერენ ტრაგედიაზე

გაირკვა 14 წლის გოგონას ვინაობა, რომელიც მაღალი სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა! – რას წერენ ტრაგედიაზე
21 Mar 2025, 13:09

თბი­ლის­ში14 წლის მო­ზარ­დი ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა მერ­ვე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და.

და­ღუ­პუ­ლი ნია ლა­ლი­აშ­ვი­ლი თბი­ლი­სის 47-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო.

„47-ე სკო­ლა ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს ამა­ვე სკო­ლის მე­ცხრე კლა­სე­ლი მოს­წავ­ლის ნია ლა­ლი­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო.ნია გა­მორ­ჩე­უ­ლი, თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი გო­გო­ნა იყო. მისი სიყ­ვა­რუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის გულს და­აკ­ლდე­ბა.უფალ­მა და­უმ­კვიდ­როს ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი!” – წე­რია სკო­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ სამ­ძიმ­რის წე­რილ­ში. ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა თბი­ლის­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და.

ნია ლა­ლი­აშ­ვი­ლი ეროვ­ნუ­ლი ორ­კესტრის მე­ვი­ო­ლი­ნის მაგ­და ცინ­ცა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი იყო, ასე­ვე მუ­სი­კო­სია ნიას მა­მაც ვაჩე ლა­ლი­აშ­ვი­ლი. ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

„დღეს ჩვე­ნი დიდი ოჯა­ხის წევ­რი, ეროვ­ნუ­ლი ორ­კესტრის მე­ვი­ო­ლი­ნე და ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი მაგ­და ცინ­ცა­ძე უკა­ნას­კნე­ლად მო­ე­ფე­რა და შემ­დეგ ბო­ლომ­დე უყუ­რა რო­გორ მი­ე­ბა­რა მი­წას მისი 14 წლის სა­ო­ცა­რი ქა­ლიშ­ვი­ლი… დღეს პირ­ვე­ლად ვნა­ხე ჩემი ორ­კესტრი გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი და შეძ­რუ­ლი… ეს იყო ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე, რაც ყვე­ლას ერ­თად გა­დაგ­ვი­ტა­ნია… ღმერ­თმა ჩა­იკ­რას გულ­ში მისი სპე­ტა­კი სული და გაძ­ლე­ბა მის­ცეს მაგ­დას და აგ­რეთ­ვე შე­სა­ნიშ­ნავ მუ­სი­კოს ვა­ჩეს, ნი­ა­კოს მა­მას… ამ ხან­მოკ­ლე ვი­დე­ო­ში ნი­ა­კო დე­დას­თან ერ­თად მღე­რის… და რო­გორ მღე­რის… თურ­მე სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლო­ბა­ზე ოც­ნე­ბობ­და… ახლა ან­გე­ლოზ­თა დას­ში იგა­ლო­ბებს…”.


აგრეთვე იხილეთ: