“დაღესტნელი მილიარდერის სკანდალური ცხოვრება – ქართველი საყვარლები და რომანები, რომლებმაც ყურადღება მიიპყრო”

58 წლის სულეიმან ქერიმოვი - ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენია. წარმოშობით დაღესტნელი ქერიმოვი 2024 წელს ჟურნალმა Forbes-მა მისი ქონება 10,7 მილიარდ დოლარად შეაფასა და რუსეთის უმსხვილესი მილიარდერების სიაში მე-12 ადგილზე გაიყვანა.
ამჟამად, დაღესტანში აქტიურად მუშაობს საქველმოქმედო ფონდი "იმანი“, რომელსაც ქერიმოვის მეუღლე მართავს. ადგილობრივები მისდამი კეთიჰანწყობილნი არიან სწორედ მისი საქველმოქმედო საქმიანობის გამო. ბოლო თვეებში მილიარდერი ქემიროვი, ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში რამზან კადიროვთან დაპირისპირების გამო მოექცა. ამჟამად მას, კადიროვის "ნომერ პირველ მტერსაც" კი უწოდებენ.
თუმცა რუსული მედიის ყურადღება ქერიმოვის გახმაურებულმა პირადმა ცხოვრებამ მიიქცია. მისი მრავალრიცხოვანი რომანების სიაში, ორი სკანდალური ურთიერთობაა და ორივე ქართველ ქალებთან.
-
მეწარმე და მისი ბურუსით მოცული რომანები
სულეიმან ქერიმოვი დერბენტში, იურისტისა და ბუღალტრის ოჯახში დაიბადა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლა დაღესტნის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაიწყო, თუმცა პირველი კურსის შემდეგ ჯარში გაიწვიეს. სამსახურის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის ფაკულტეტზე გადავიდა და უნივერსიტეტის დიპლომის მიღების შემდეგ კარიერა ქარხანა "ელთავში“ დაიწყო და გაგრძელდა - რიგითი სპეციალისტიდან გენერალური დირექტორობამდე.
90-იანი წლების დასაწყისში ქერიმოვი მოსკოვში გადავიდა, სადაც "ფედპრომბანკის“ ხელმძღვანელობა ჩაიბარა. მალევე გამოცდილი ინვესტორი გახდა - ყიდულობდა პერსპექტიულ აქტივებს, ზრდიდა მათ ღირებულებას და შემდეგ მომგებიანად ყიდდა. წარმოების საოცარმა უნარებმა ის რუსეთის 20 უმდიდრეს ბიზნესმენს შორის მოაქცია, თუმცა ვერ დაიცვა დასავლური სანქციებისგან და პირადი დრამებისგან.
-
ცხოვრების მთავარი ქალები
სტუდენტობისას სულეიმანი დაქორწინდა თანაკურსელ ფირუზაზე, რომელიც დაღესტნის პროფკავშირების საბჭოს იმჟამინდელი თავმჯდომარის, ნაზიმ ხანბალაევის ქალიშვილია. სიმამრმა ქერიმოვს პირველი სამსახური უშოვა "ელთავში“. ფირუზა ერთგული და თავდადებული ცოლი იყო: საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა, ქმარს სამი შვილი გაუჩინა და მისი ღალატის შესახებ ჭორებზე რეაქცია არ ჰქონია.

მილიარდერის შვილებიც იშვიათად ჩნდებოდნენ საჯარო სივრცეში. 2016 წელს მისი ვაჟი, საიდი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში (МГИМО) სწავლობდა და შემდგომ ბიზნესით დაინტერესდა. 2022 წელს, დასავლური სანქციების დაწესებისას, მან თავისი ოქროს მოპოვების კომპანიის "პოლიუსის“ აქციების ერთი ნაწილი გაყიდა, ხოლო მეორე ნაწილი ისლამური ორგანიზაციების მხარდამჭერ ფონდს გადასცა.
"პოლიუსის“ დირექტორთა საბჭოში 2016 წელს მისი ქალიშვილი გულნარა ქერიმოვიც შედიოდა. მის შესახებ მედიაში ყველაზე მეტი 2014 წელს დაიწერა, როდესაც მან საყვარელ ადამიანთან, არსენთან, გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა ელიტურ Agalarov Club-ში. მეწარმის უმცროსი ქალიშვილის, ამინას შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მანაც МГИМО დაამთავრა.
90-იანი წლების ბოლოს ქერიმოვი მომღერალ ნატალია ვეტლიცკაიას შეხვდა... ამბობდნენ, რომ ბიზნესმენი მის წარსულ პარტნიორებზე ეჭვიანობდა. ის მომღერალს უზარმაზარ თანხებს სთავაზობდა, ოღონდ შინ დარჩენილიყო. "როგორც ჩანს, კერიმოვმა ნატალია კარგად უზრუნველყო: მას კერძო თვითმფრინავი და ესპანეთში სახლი დარჩა,“ - ამბობდა ქსენია სობჩაკი.
მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, ვისი შვილია 2004 წელს დაბადებული ულიანა, თუ მამა მართლაც ქერიმოვია, ეს ნათელს ჰფენს, რატომ ცხოვრობს ნატალია დღეს უდარდელად ესპანეთში.
ელიტური ჭორების თანახმად, ვეტლიცკაიას შემდეგ ქერიმოვმა ბალერინა ანასტასია ვოლოჩკოვასთან გააბა რომანი. განსხვავებით წინა პარტნიორებისგან, ქალი თავად უყვებოდა მედიას მათ რომანზე:
"სულეიმანთან სამი წელი ვიცხოვრე, ეს იყო ნამდვილი, ორმხრივი სიყვარული. დაშორების შემდეგაც კი, ის ამბობდა, - შენზე უკეთეს ქალს ვერ ვიპოვი, უარესი კი არ მინდაო..."
ერთ-ერთ ინტერვიუში ბალერინა აღნიშნავდა, რომ ურთიერთობის დასაწყისში არ იცოდა ქერიმოვის ოჯახური სტატუსის შესახებ, რადგან ის მას ცოლობას სთავაზობდა. მისი თქმით, ქერიმოვი უკიდურესად ეჭვიანი იყო...
ბალერინა ინტერვიუში ასევე საუბრობდა ქერიმოვის ახალ საყვარელზე - თინა კანდელაკზე. 2006 წელს, როცა ნიცაში ქერიმოვი ავტოავარიაში მოჰყვა და სერიოზულად დაშავდა, მანქანაში მასთან ერთად სწორედ თინა იმყოფებოდა.
"მეც ვიყავი იმ ავარიის დროს, მაშინაც და ახლაც მხოლოდ მეგობრები ვიყავით. ახლა, 45 წლის ასაკში, შემიძლია ვთქვა: "დიახ, რომანი იყო, დიახ, ლამაზი იყო!“ მაგრამ არა, რომანიც არ ყოფილა..." - ამბობდა წლების შემდეგ კანდელაკი.
"სულეიმანი მაშინ გავიცანი, როცა ის ჩემს მეგობარ ოლესია სუდილოვსკაიას ხვდებოდა... სულეიმანს ულამაზესი ქალები უყვარს - ეს ფაქტია. მალევე ის ოლესიას დაშორდა და ჩემი კიდევ ერთი მეგობარი, დიზაინერი კატია გომიაშვილით, მოიხიბლა", - წამოსცდა ერთ-ერთ ინტერვიუში თინა კანდელაკს.
-
ეკატერინე გომიაშვილი
ქერიმოვთან ურთიერთობის წყალობით, მსახიობ არჩილ გომიაშვილის ქალიშვილმა ბევრ რამეს მიაღწია: სწორედ ამ პერიოდში გახსნა ძვირადღირებული ბუტიკები ლონდონსა და მოსკოვში. მისი ბრენდის Emperor Moth-ის სარეკლამო პლაკატებზე ქლოე სევინი ბრწყინავდა, ხოლო მისი ბრენდის ტანსაცმელს თავად კეიტ მოსი წარადგენდა.

მაგრამ ხმაურიანი სარეკლამო კამპანიიდან ორიოდე წლის შემდეგ, კატია გომიაშვილმა მოულოდნელად დახურა ყველა ბუტიკი. მაშინვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქერიმოვმა ის მიატოვა და ფინანსური მხარდაჭერაც შეუწყვიტა. ამასთანავე, გაირკვა, რომ ეკატერინა ორსულად იყო. ადვილი მისახვედრია, ვისი შვილობა მიაწერეს ბავშვს, მით უმეტეს, რომ ინტერვიუში დიზაინერი იმ ბიზნესმენზე საუბრობდა, ვისი სახელის ხსენებაც არ სურდა.
"მან მითხრა, - კატია, ჩვენ ორივე ძალიან ძლიერები ვართ. თუ ისე მოვიქცევი, როგორც შენ გინდა, ეს მე გამტეხავს გულს, თუ ისე მოვიქცევი, როგორც მე მინდა - შენო... არანაირი წყენა არ მაქვს. უბრალოდ, მტკივა, როცა ადამიანი, ვისაც ჩემთვის არაფერი ცუდი არ გაუკეთებია, ასე მექცევა", - იხსენებდა კატია.

სიმშვიდის პერიოდი2000-იან წლებში ქერიმოვის სავარაუდო საყვარლებს შორის მუდმივად ჩნდებოდნენ მოდელები, მომღერლები და ტელეწამყვანები. მიუხედავად ამისა, გომიაშვილთან დაკავშირებული ამბების შემდეგ ჭორები ჩაწყნარდა და პრესაში ქერიმოვის ახალი რჩეულები აღარ გამოჩენილან.
წყაროები ამტკიცებდნენ, რომ კატია ხელცარიელი არ დარჩენილა: მას ქერიმოვმა ნიცასთან ახლოს 3 მილიონ დოლარად ვილა უყიდა და სავარაუდო შვილსაც თვეში 100 000-დოლარიან ალიმენტს უხდის...
ამჟამად მილიარდერი პირველ და ერთადერთ ოფიციალურ ცოლთან ცხოვრობს. ფირუზამ ის არც საყვარლების გამო მიატოვა, არც ნავთობის ბიზნესში პრობლემები და არც - დასავლური სანქციების...