რეგისტრაცია

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
04 Dec 2024, 23:18

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეცადეთ, მთელი ენერგია სამუშაოსკენ მიმართოთ. ხელსაყრელი დღეა რთული პროექტების დასასრულებლად, რომლებიც შრომისუნარიანობას და მონდომებას საჭიროებს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას – მსუბუქი ვარჯიში სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. საყოფაცხოვრებო სამუშაოები ასევე ყურადღებას მოითხოვს. თუ ოდესმე ინფორმაციის დამალვა ან დამახინჯება სცადეთ, ამ დღეს შეიძლება თქვენი საიდუმლო გამჟღავნდეს.

კურო

პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით, ნაყოფიერი დღე გელით – შესაძლებლობა გექნებათ, ხანგრძლივი კონფლიქტი დაასრულოთ და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გააძლიეროთ. სამსახურში დაწყებული საქმეები დასრულებამდე ახალი საქმის დაწყებას მოერიდეთ. არ არის გამორიცხული, რომ საკუთარ სიტყვებსა თუ ქმედებებზე ვინმესთვის ანგარიშის ჩაბარება მოგიწიოთ.

ტყუპები

ეს დღე საინტერესო მოვლენებითა და ახალი ინფორმაციით მდიდარია. მოემზადეთ მოულოდნელი სიახლისა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრებისთვის, რამაც შეიძლება თქვენს პიროვნულ განვითარებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს. თავი შორს დაიჭირეთ ადამიანისგან, რომელიც თქვენით მანიპულირებას ცდილობს. თუ სხვა ადამიანების გრძნობებს ანგარიშს არ გაუწევთ, ნებისმიერ მოლაპარაკებას ჩაშლით და საკუთარ თავსაც უამრავ პრობლემას შეუქმნით.

კირჩხიბი

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ემოციურ ჯანმრთელობას და შინაგან ჰარმონიას უნდა მიაქციოთ. მედიტაცია ან იოგა გონებრივი ბალანსის აღდგენაში დაგეხმარებათ. ბიზნესსფეროში მოსალოდნელია მცირე სირთულეები, მაგრამ მათი დაძლევა სწორი მიდგომით სავსებით შესაძლებელია. განსხვავებული აზრების გამო შეიძლება ახლობელ ადამიანთან დაპირისპირება მოგიწიოთ. ნუ ეკამათებით, დაე, ყველა თავის პოზიციაზე დარჩეს. სანერვიულო მხოლოდ იმ კირჩხიბებს ელით, რომლებიც რაღაცას მალავენ, დანარჩენებისთვის კი ჩვეულებრივი დღეა.


აგრეთვე იხილეთ: