რეგისტრაცია

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
15 Mar 2025, 18:56

ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა, სადაც მოტოციკლი ქვეითს შეეჯახა.

მათივე ცნობით, ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.


აგრეთვე იხილეთ: