რეგისტრაცია

ლუკა შენგელიამ 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობა აღიარა – რა თქვა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა?

ლუკა შენგელიამ 21 წლის გიორგი ახალაიას მკვლელობა აღიარა – რა თქვა უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა?
18 Mar 2025, 18:19

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 21 წლის გი­ორ­გი ახა­ლა­ი­ას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს, ლუკა შენ­გე­ლი­ას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლომ არ გა­ი­ზი­ა­რა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე.

  • პრო­ცეს­ზე ბრალ­დე­ბის მხა­რემ აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს, რაც მო­სა­მარ­თლემ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რო­გორც სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე პრო­კუ­რორ­მა გრი­გოლ ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, 16 მარტს, ლუკა შენ­გე­ლი­ამ ჩა­ი­დი­ნა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლი, რაც უალ­ტერ­ნა­ტი­ვოდ იმ­სა­ხუ­რებს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბას, ასე­ვე. არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის, მი­მალ­ვის ან შემ­დეგ­ში კვლავ ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის საფრ­თხე­ე­ბი. პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, გი­ორ­გი ახა­ლა­ი­ა­სა და ლუკა შენ­გე­ლი­ას შო­რის თავ­და­პირ­ვე­ლად მოხ­და სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა, რაც შემ­დგომ­ში გა­და­ი­ზარ­და ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. მისი თქმით, ამ დროს შენ­გე­ლი­ამ ამო­ი­ღო დანა, რო­მე­ლიც გი­ორ­გი ახა­ლა­ი­ას მუც­ლის არე­ში ჩა­არ­ტყა, შე­დე­გად ახა­ლა­ია კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნამ­დე გარ­და­იც­ვა­ლა.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის თა­ნახ­მად, მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბით და­ზი­ან­და ღვიძ­ლი, რის შე­დე­გა­დაც გი­ორ­გი ახა­ლა­ი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბა დად­გა. პრო­კუ­რო­რის თქმით, ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი – დანა.

“თვითმხილ­ვე­ლებ­მა და­ი­ნა­ხეს, თუ რო­გორ და­არ­ტყა ლუკა შენ­გე­ლი­ამ გი­ორ­გი ახა­ლა­ი­ას დანა… ბრალ­დე­ბულ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა უკი­დუ­რე­სად და­უნ­დო­ბე­ლი, აგ­რე­სი­უ­ლი ხა­სი­ა­თი, რო­დე­საც ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა მუც­ლის არე­ში გარ­დაც­ვლილს. ეს მი­ა­ნიშ­ნებს შემ­დეგს – სა­შიშ­რო­ე­ბაა იმი­სა, რომ გაგ­რძელ­დე­ბა მისი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბა. ამის აღ­საკ­ვე­თად კი სა­ჭი­როა მისი უპი­რო­ბო იზო­ლა­ცია- პა­ტიმ­რო­ბა” , – გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა გრი­გოლ ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა.

  • რაც შე­ე­ხე­ბა დაც­ვის მხა­რის პო­ზი­ცი­ას, რო­გორც ად­ვო­კატ­მა შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს და ინა­ნი­ებს. მისი თქმით, ბრალ­დე­ბის მხა­რე ვერ ასა­ბუ­თებს, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი პირი ხელს შე­უშ­ლის გა­მო­ძი­ე­ბას ან მი­ი­მა­ლე­ბა. ად­ვო­კა­ტის თქმით, არ არ­სე­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლის მხრი­დან, ახა­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა და მი­მალ­ვის საფრ­თხე, ამი­ტომ სა­სა­მარ­თლოს 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბით მი­მარ­თა.

“ის თა­ვად გა­მო­ცხად­და პო­ლი­ცი­ა­ში, და­უ­კავ­შირ­და ის­ნის პო­ლუ­ცი­ის უფ­როსს და თა­ვად ჩა­ბარ­და პო­ლი­ცი­ას. ის აღი­ა­რებს და ინა­ნი­ებს და­ნა­შა­ულს. ამ­ბობს, რომ კონ­ფლიქ­ტი მას არ და­უ­წყია. ის ზრდის თა­ვის ორ მცი­რე­წლო­ვან ძმას, შე­სა­ბა­მი­სად და­დე­ბი­თად ხა­სი­ათ­დე­ბა ეს ადა­მი­ა­ნი. ემ­ზა­დე­ბო­და მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ში ამო­ყო თავი”, – გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძემ.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე სი­ტყვით ისარ­გებ­ლა ბრალ­დე­ბულ­მა ლუკა შენ­გე­ლი­ამ.

“ინ­ცი­დენ­ტი რაც მოხ­და, მე იქი­დან გა­ვი­ქე­ცი იმ მიზ­ნით, რომ დავ­მა­ლუ­ლი­ყა­ვი. უბ­რა­ლოდ შე­ში­ნე­ბუ­ლი და აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი… მე გაქ­ცე­ვა არ მინ­დო­და, არც და­მალ­ვა არ მინ­დო­და. ვა­ღი­ა­რებ ყვე­ლა­ფერს”, – გა­ნა­ცხა­და ბრალ­დე­ბულ­მა ლუკა შენ­გე­ლი­ამ სხდო­მა­ზე.

მკვლე­ლო­ბა თბი­ლის­ში 15 მარტს მოხ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ერთ-ერთი ბა­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ცივი ია­რა­ღით 21 წლის ბიჭი დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა თბი­ლის­ში, ერთ-ერთი ბა­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ცივი ია­რა­ღით 2004 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ახა­ლა­ია დაჭ­რა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

დაჭ­რი­ლი ახალ­გაზ­რდა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა.

ბრალ­დე­ბულ ლუკა შენ­გე­ლი­ას 10-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

წყარო : ამბები.ge 


აგრეთვე იხილეთ: