რაზე შეთანხმდნენ ტრამპი და პუტინი ? – ვაშინგტონი და მოსკოვი ოფიციალურ განცხადებებს ავრცელებენ

კრემლში კი აღნიშნავენ, რომ პუტინი დათანხმდა ტრამპის ინიციატივას – მხარეებმა 30 დღის განმავლობაში ორმხრივად შეიკავონ თავი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სამხედრო შეტევისგან. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა უკვე გადასცა სამხედრო დანაყოფებს.
ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები სატელეფონო საუბრის დროს, ასევე, შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფები, რათა გაგრძელდეს მუშაობა “უკრაინაში ორმხრივი გადაწყვეტილების” მისაღწევად