რეგისტრაცია

ლუკა ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო – როგორია ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ლუკა ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო – როგორია ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
21 Mar 2025, 16:07

გუშინ, სომხეთისა და საქართველოს მატჩის მეორე ტაიმში, საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლუჩა ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო, რის გამოც, მან თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ლოჩოშვილი თბილისში, სომხეთის წინააღმდეგ 23 მარტს გასამართ მატჩში ნაკრებს ვერ დაეხმარება.

„ლოჩოშვილის ტრავმა სერიოზული არ უნდა იყოს, თუმცა მომდევნო მატჩს ის აუცილებლად გამოტოვებს“, – თქვა სანიოლიმ.

შეგახსენებთ, საქართველომ სომხეთი სტუმრად 0:3 დაამარცხა.

ორმატჩიან დაპირისპირებაში სომხეთთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები B ლიგაში ადგილს შეინარჩუნებს.


აგრეთვე იხილეთ: