"მარშუტკა", რომელსაც სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, ავარიაში მოჰყვა - რა დეტალებია ცნობილი

დაბა აბასთუმანში ავარია მოხდა. „სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, სამარშუტო ავტობუსს, რომელსაც მოსწავლეები გადაჰყავდა, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. დაშავებულები ახალციხის კლინიკა „იმედში“ გადაიყვანეს.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის ინფორმაციით, დაშავებულთა ნაწილი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშიც გადაიყვანეს, თუმცა ინფორმაციას სამედიცინო დაწესებულება არ გვიდასტურებს.
კლინიკა „იმედის“ განცხადებით, მათთან გადაყვანილია 11 დაშავებული. მათ ზედაპურული დაზიანებები აღენიშნებათ და უტარდებათ დამატებითი კვლევები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები ზარზმის აკადემიის მოსწავლეები არიან, თუმცა აკადემიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას არ გვიდასტურებენ.
რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება, „სამხრეთის კარიბჭე“ ინფორმაციას შსს-ს პრესსსამსახურისგან ელოდება.